ინა კულბრითი
ინა კულბრითი (ინგლ. Ina Coolbrith; დ. 10 მარტი, 1841 – გ. 29 თებერვალი, 1928) — ამერიკელი პოეტი, მწერალი, ბიბლიოთეკარი და ცნობილი ფიგურა სან-ფრანცისკოს ლიტერატურულ საზოგადოებაში. „კალიფორნიის ტკბილ მომღერლად“ წოდებული,[1] იყო კალიფორნიის პირველი პოეტი ლაურეატი და პირველი პოეტი-ლაურეატი ამერიკის შეერთებულ შტატებში.[2]
ინა კულბრითი | |
---|---|
ინა კულბრითი 1880-იანებში. | |
დაბადების სახელი | ჯოზეფინ დონა სმიტი |
დაბადების თარიღი |
10 მარტი, 1841 ილინოისი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
28 თებერვალი, 1928 (86 წლის) ბერკლი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, ბიბლიოთეკარი |
იყო იოზეფ სმიტის დისშვილი. თინეიჯერობის პერიოდში გადავიდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, სადაც მან დაიწყო თავისი პოეზიის გამოქვეყნება. აქ შეხვდა მწერლებს ბრეტ ჰარტს და ჩარლზ უორენ სტოდარდს. მისმა პოეზიამ დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და ისეთი ცნობილი პოეტებისგან, როგორებიც არიან მარკ ტვენი, ამბროს ბიერსი და ალფრედ ლორდ ტენისონი. ატარებდა ლიტერატურულ სალონებს საკუთარ სახლში,[3] - ამ გზით იგი ახალბედა მწერლებს გამომცემლებს აცნობდა. შემდეგ კულბრითი დაუმეგობრდა პოეტს, ხოაკინ მილერს და დაეხმარა მას მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში.
მაშინ, როდესაც ხოაკინ მილერიე ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა, კულბრიტი ზრუნავდა თავის ქალიშვილ ვინტუზე და მის ოჯახის წევრებზე. საცხოვრებლად ოკლენდში გადავიდა და მუშაობა ქალაქის ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე დაიწყო. გადატვირთული სამუშაო საათები აისახა მის პოეზიაზე, თუმცა ასწავლიდა ახალგაზრდა მკითხველების თაობას, მათ შორის ჯეკ ლონდონსა და აისედორა დანკანს. ბიბლიოთეკაში 19 წლიანი მუშაობის შემდეგ, ოკლენდის ბიბლიოთეკის რეორგანიზაიის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაბრუნდა სან-ფრანცისკოში, სადაც ბოჰემური კლუბის წევრებმა მიიწვიეს ბიბლიოთეკარად.[4]
კულბრიტმა დაიწყო კალიფორნიის ლიტერატურის ისტორიის წერა, წერდა ავტობიოგრაფასაც, თუმცა 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შემდეგ ხანძარმა მისი ნამუშევრები გაანადგურა.
1915 წლის 30 ივნისს კულბრითი დასახელდა კალიფორნიის პოეტის ლაურეატად, განაგრძო პოეზიის წერა კიდევ რვა წლის განმავლობაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაინა კულბრიტი დაიბადა ჯოზეფინ დონა სმიტის სახელით, ნავუში, ილინოისის შტატში, აგნეს მულტონ კულბრიტის და დონ კარლოს სმიტის ოჯახში. კულბრითის მამა გარდაიცვალა მალარიის ცხელებით მისი დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ გარდაეცვალა და; მოგვიანებით, კულბრიტის დედა დაქორწინდა ჯოზეფ სმიტზე.
კულბრიტი, რომელსაც ზოგჯერ ჯოზეფინას ან უბრალოდ ინას უწოდებენ, 11 წლის ასაკში უკვე ლექსებს წერდა.[5] პირველად გაზეთში გამოაქვეყნა „ჩემი იდეალური სახლი“ 1856 წელს, წერდა ინა დონა კულბრითის სახელით. მისი ნამუშევრები გამოჩნდა Los Angeles Star-ის პოეზიის კუთხეში და California Home Journal-ში.
1858 წლის აპრილში, 17 წლის ასაკში, კულბრიტი დაქორწინდა რობერტ ბრიუს კარსლიზე. ქმარი მასზე ძალადობდა, ასევე ძლიერ განიცადა ჩვილი შვილის გარდაცვალება. კარსლიმ კულბრიტი ღალატში დაადანაშაულა, ისინი დაშორდნენ 1861 წლის 30 დეკემბერს. მისი შემდგომი ლექსი „დედის მწუხარება“ დაკარგულ შვილზე დაწერა, მაგრამ მას საჯაროდ არასოდეს განუმარტავს მისი მნიშვნელობა; მხოლოდ კულბრიტის გარდაცვალების შემდეგ მისმა ლიტერატურულმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ის ოდესღაც დედა იყო.
1862 წელს კულბრიტი დედასთან, მამინაცვალთან და ტყუპ ნახევარ ძმებთან ერთად გადავიდა სან-ფრანცისკოში დეპრესიის თავიდან ასაცილებლად. მუშაობა დაიწყო ინგლისურის მასწავლებლად.
პოეტი
რედაქტირებასან-ფრანცისკოში მოგვიანებით გაიცნო ბრეტ ჰარტი და სამუელ ლენგორნი. მან გამოაქვეყნა ლექსები Californian-ში, ახალ ლიტერატურულ გაზეთში, რომელიც ჩამოყალიბდა 1864 წელს, გაზეთის რედაქტორები იყვნენ ჰარტი და ჩარლზ ჰენრი უები. 1867 წელს კულბრითის ოთხი ლექსი გამოჩნდა ჟურნალში, გალაქტიკა.[6] 1868 წლის ივლისში კულბრიტმა გამოაქვეყნა ლექსი „ლტოლვა“ Overland Monthly-ის პირველი ნომრისთვის; მუშაობდა ჰარტის თანარედაქტორად, მას ეხმარებოდა პოემების, სტატიების და მოთხრობების შერჩევაში. დამატებითი შემოსავლისთვის, იყო სკოლის მასწავლებელიც.
ათი წლის განმავლობაში, Overland Monthly-ის ყოველი ახალი ნომრისთვის კულბრითი თითო ლექსს წერდა.[7] The New York Times-მა დადებითად მიმოიხილა მისი ლექსი, დედის მწუხარება. კიდევ ერთი ლექსი, „როცა ბალახი დამფარავს მე“, დაბეჭდეს ჯონ გრინლიფ უიტიერის საყვარელი ნაწარმოებების ანთოლოგიაში სახელწოდებით, „სამი საუკუნის სიმღერები“ (1875); 1867 წელს დაქვრივებული ჟოზეფინ კლიფორდმა დაიკავა Overland Monthly-ში მდივნის თანამდებობა. კლიფორდსა და კულბრითს შორის მთელი ცხოვრება შენარჩუნდა მეგობრული ურთიერთობა.[8]
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
რედაქტირება1923 წლის მაისში, კულბრიტის მეგობარმა ედვინ მარკჰემმა სასტუმრო Latham-ში მოხუცებული მეგობარი მოინახულა. ართრიტით დაავადებული კულბრიტი დააბრუნეს კალიფორნიაში, სადაც მასზე ზრუნავდა მისი დისშვილი. 1924 წელს მილსის კოლეჯმა მას მიანიჭა ხელოვნების საპატიო მაგისტრის ხარისხი.
კულბრიტი გარდაიცვალა 1928 წლის 29 თებერვალს; დაკრძალეს ოკლენდში, Mountain View-ის სასაფლაოზე.
1933 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტმა დააწესა ინა კულბრითის მემორიალური პოეზიის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო გამოუქვეყნებელი ლექსების ავტორებს. ლექსები დაწერილი უნდა იყოს წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის, მილსის კოლეჯის, სტენფორდის უნივერსიტეტის, სანტა-კლარას უნივერსიტეტის, და კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Axelrod, Steven Gould; Camille Roman; Thomas J. Travisano (2003). The New Anthology of American Poetry: Traditions and revolutions, beginnings to 1900, Rutgers University Press, pp. 610–616, Chapter "Ina Coolbrith". ISBN 0-8135-3162-4
- Conmy, Peter Thomas; Oakland Free Library (1969). The Dismissal of Ina Coolbrith as Head Librarian of Oakland Free Public Library and a Discussion of the Tenure Status of Head Librarians, Oakland Public Library
- Dickson, Samuel (1992). Tales of San Francisco, Stanford University Press. ISBN 0-8047-2097-5
- Egli, Ida Rae (1997). No Rooms of Their Own: Women Writers of Early California, 1849–1869, Berkeley, California: Heyday Books, 2nd edition. ISBN 1-890771-01-5
- George, Aleta (2015). Ina Coolbrith: The Bittersweet Song of California's First Poet Laureate, Shifting Plates Press. ISBN 978-0-9861240-1-3
- Herny, Ed; Shelley Rideout; Katie Wadell (2008). Berkeley Bohemia: Artists and Visionaries of the Early 20th Century, Layton, Utah: Gibbs Smith. ISBN 1-4236-0085-1
- Kennedy, Kate M. (1907). "Ina Coolbrith Day", Overland Monthly, San Francisco: Samuel Carson.
- Leider, Emily Wortis (1991). California's daughter: Gertrude Atherton and her times, Stanford University Press. ISBN 0-8047-1820-2
- Rhodehamel, Josephine DeWitt; Raymund Francis Wood (1973). Ina Coolbrith, librarian and laureate of California. Provo, UT: Brigham Young University Press. ISBN 0-8425-1445-7
- Tarnoff, Ben (2014). The Bohemians: Mark Twain and the San Francisco Writers Who Reinvented American Literature. New York: The Penguin Press. ISBN 978-1594204739
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინა კულბრითი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ინა კულბრითი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- "The Mother's Grief.", 1866
- "When the Grass Shall Cover Me"
- California, 1871, 1918
- "With a Wreath of Laurel", 1881
- "Isabella of Spain", 1893
- "Copa De Oro (California Poppy)", 1907
- "San Francisco, April, 1906", 1914
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wheeler, Edward Jewitt; Crane, Frank (April 1900). „American Poets of To-Day: Ina Coolbrith“. Current Opinion. 28 (1): 16–17.
- ↑ Western Literature Association (1987). რედ. J. Golden Taylor: A Literary history of the American West. TCU Press, გვ. 181. ISBN 978-0-87565-021-0.
- ↑ Tarnoff, Benjamin (2014). The Bohemians: Mark Twain and the San Francisco Writers Who Reinvented American Literature. Penguin Books. ISBN 9781594204739.
- ↑ „Ina Donna Coolbrith | American poet“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 21, 2017.
- ↑ Guide to the Ina Donna Coolbrith Collection. The Bancroft Library. Online Archive of California. ციტირების თარიღი: February 19, 2010
- ↑ Library of Congress, American Memory. Cornell University.
Coolbrith, Ina (February 1867). „Who Knoweth?“. The Galaxy. 3 (4).
Coolbrith, Ina (April 1867). „At Peace“. The Galaxy. 3 (7).
Coolbrith, Ina (June 1867). „Among The Daisies“. The Galaxy. 4 (2).
Coolbrith, Ina (July 1867). „Wearisome“. The Galaxy. 4 (3). - ↑ George, Aleta. Ina Coolbrith's Lost City of Love and Desire. The Ina Coolbrith Circle. ციტირების თარიღი: February 20, 2010
- ↑ Egli, 1997, p. 111.
- ↑ Ina Coolbrith Memorial Poetry Prize. Financial Aid. University of California, Berkeley.. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 13, 2008. ციტირების თარიღი: July 8, 2009