სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომელაური.

ინა გიორგის ასული გომელაური (დ. 2 აპრილი, 1918, თბილისი — გ. 13 დეკემბერი, 2006, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართულ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. იკვლევდა შუა საუკუნეების და თანამედროვე ქართულ ხუროთმოძღვრებას. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა მღვიმევის, ყორანთის, ჩიხის, აბელიისა და სხვა ეკლესიები.

ბიოგრაფია

რედაქტირება
  • „ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა“, თბ., 1976;
  • „მღვიმევი – XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი“, თბ., 1982.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება