ჩიხის ღვთისმშობლის (წმ. ბარბარეს) ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში.

ჩიხის ეკლესია

ჩიხის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ჩიხა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება X ს.
დეტალები
სიგრძე ≈ 3,56 მ.
სიგანე ≈2, 85 მ.
მასალა ქვითკირი

ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა და ტყით შემოსილ მცირე გორაკზე დგას, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევის გვერდით. მისი ზომებია (დაახლოებით) 5 X 4 არშინი. აგებულია ქვითკირისაგან. დასავლეთის კარი და კარნიზები (ნაწილობრივ) ძვირფასი ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესიის დასავლეთის კარის თავზე მდებარე ძვირფასი ჭრილობიანი ჯვრითა და სახეებით შემკული ქვის ჯვრის გარშემო და ძირს მრგლოვანი ასომთავრული წარწერაა, რომლის პალეოგრაფიული ხასიათითა და ჯვრის გამოსახულების ხელოვნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარწერა X საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიაში შემორჩენილია ნუსხურად ნაწერი კურთხევანის ნაშთი.

ადგილობრივი მცხოვრების, აბიათარ იაკობაშვილის თქმით, ძველად ეკლესია უფრო ჩრდილოეთით, კოშკისაკენ მდგარა, თუმცა მოგვიანებით აქ გადმოუტანიათ. ეკლესიაში არის ქვა, რომელშიც ნეკნის ძვალია გაქვავებული. ქვა დაახლოებით 10 გირვანქას იწონის და, ხალხის გადმოცემით, ნეკნის ძვალი წმ. ბარბარესია.

ეკლესია XI-XII საუკუნეებშია აგებული. მის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე ორ ტრიქონად ასომთავრული წარწერებია ამოკვეთილი. ტიმპანი ნახევარწრიული ფორმის ქვის ფილაა, რომელიც ორ ნაწილადაა გაპობილი. მისი ზომებია: 65 X 36. ფილის ცენტრში, ზემოთ ტოლმკლავიანი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა წარმოდგენილი. წარწერა ჯვრის გამოსახულების ორივე მხარესაა შესრულებული და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ეკლესია XII საუკუნით თარიღდება.

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ჩიხის ღვთისმშობლის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 241-243. ISBN 5-520-01575-9.
  • სილოგავა, ვ. (1972). დასავლეთ საქართველოს ქართული ლაპიდარული წარწერების კრებული, X-XVIII სს.. კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. თბილისი. გვ, 133.
  • „XII ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელ ჩიხაში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 8 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 69-78

რესურსები ინეტერნეტში

რედაქტირება