იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი (სომალ. Iimaan Maxamed Cabdulmajiid, ინგლ. Iman Mohamed Abdulmajid,არაბ. ايمان محمد عبد المجيد, დ. 25 ივლისი 1955, მოგადიშო, სომალი) — სომალელი და ამერიკელი სუპერმოდელი, უფრო ცნობილი, როგორც იმანი.

იმანი
Iman
ايمان
იმანი Iman ايمان‎
ნამდვილი სახელი იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1955 (1955-07-25) (69 წლის)
დაბ. ადგილი მოგადიშო, სომალი
სიმაღლე 174 სმ
თმის ფერი შავი
თვალები ყავისფერი
ეროვნება სომალის დროშა სომალი
აშშ-ის დროშა აშშ
http://www.i-iman.com/

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მოგადიშოში, მერიონ და მოჰამედ აბდულმაჯიდის ასული. მამამისი სომალის ელჩი იყო საუდის არაბეთში. იმანი მუსლიმია. ჰყავს ორი ძმა — ელიასი და ფეისალი, აგრეთვე და ნადი (სომალელი ფოტომოდელი).

იმანმა საშუალო სკოლა ეგვიპტეში დაამათვრა და შემდეგ კენიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი მშობლები. ფლობს ხუთ ენას — არაბულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და სომალურს. ნაირობის უნივერსიტეტში სწავლობდა პოლიტოლოგიას.

1975 წელს, იმანი ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ ბრედმა მოიწვა აშშ-ში. მისი პირველი პუბლიკაცია ფოტომოდელის სახით ჟურნალ „Vogue“-ში იყო 1976 წელს.

ივ სენ-ლორანმა ერთხელ თქვა „ჩემი ოცნების ქალია იმანი“. იმანი მუშაობდა დიზაინერი მოდის სახლში ფოტომოდელად ტანსაცმლის კოლექციისთვის „აფრიკის დედოფალი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება