ილორის წმინდა გიორგის ხატი
ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი — წმინდა გიორგის ხატი ილორის ეკლესიიდან. ხატი ამჟამად დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში[1].
აღწერა
რედაქტირებაილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს სამფრთიან, დასაკეც ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამსოახულია წმინდა დიმიტრი და წმინდა თეოდორე განმარტებითი ძველქართული წარწერებით. ხატის შიდა ნაწილზე გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსში გამოწყობილი წმინდა გიორგი, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოსახულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე[1]. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს. წარწერაში მოხსენიებულია ასევე გიორგი III დადიანი, ოდიშის მთავარი 1572-1582 წლებში და მისი მეუღლე თამარი[1]. სიუჟეტური თემა — წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა.
-
კარედი დახურულ მდგომარეობაში
-
კარედი კარებების გარეშე და მთავარი ხატის გარეშე (ჩანს სანაწილე)
-
კარედის მთავარი ხატის ზურგი და კარედის ზურგი ასომთავრული წარწერებით
ე. თაყაიშვილმა აღნიშნული ხატი მოიძია ზუგდიდის ეკლესიაში[2], ხოლო ზედ არსებული წარწერები გაშიფრა შემდეგნაირად:
მთავარი ხატის ზურგზე წერია:
„წმიდაო გიორგი ილორისაო შეიწყალე სული ცაიშელ-ბედიელ მიტროპოლიტი კუირილე ჟუანიძისა, რომელმან ინება შემკობა ხატისა ამის, ამინ.“
|
კარედის ზურგზე წერია:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 (2010) Dadiani Palaces - History and Architechture Museum Guide. Zugdidi: Dadiani Palaces History and Architechture Museum, გვ. 196. ISBN 978-9941-0-1991-3.
- ↑ Такаишвили Е., Церкви и церковныя древности Мегрелии, Ленинград, 1927