„ილიონი“ქართული ყოველთვიური მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1922–1923 წლებში თბილისში. სცემდა „ილიონის“ მწერალთა ჯგუფი. გამოვიდა: 1922 - №№ 1, 2, 3; 1923 - № 4. ჟურნალში დაბეჭდილია კ. გამსახურდიას, ვ. გორგაძის, დ. აგლაძის, ა. ჭუმბაძის, ს. ფაშალიშვილისა და სხვათა მხატვრული ნაწარმოებები, პუბლიცისტიკა, ლიტერატურული და ბიბლიოგრაფიული სტატიები. რედაქტორი - კ. გამსახურდია. ის ჟურნალის ფურცლებზე პროპაგანდას უწევდა ნიცშეს, შპენგლერის და ექსპრესიონიზმის იდეებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 107.
  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008