ილია ფერაძე
ილია ფერაძე (ჩხერიმელისპირელი) (დ. 10 ივლისი, 1866, ნებოძირი, ხარაგაულის რაიონი — გ. 1928) — ქართველი პედაგოგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაილია ივანეს ძე ფერაძე (ჩხერიმელისპირელი) დაიბადა 1866 წლის 10 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნებოძირში. დაწყებითი განათლების შემდეგ შედის ქუთასის სასულიერო სასწავლებელში. 1882 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1889 წელს სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში. 1921 წლიდან იგი დაინიშნა ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმის (ახლანდელი ხაშურის პირველი საჯარო სკოლა) დირექტორად.
ილია ფერაძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მცირეა. პოეტი წერდა „ნებოძირელის” ფსევდონიმითაც. მისი ლექსები იბეჭდებოდა „მწყემსში”, „კვალში”, „განათლებაში”, „თეატრსა და ცხოვრებაში” და სხვ.
იგი 1928 წელს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ნარკვევები ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან, წიგნი მესამე, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, ხაშური, 2014.
- გია მამალაძე. გაზეთი “ჩემი ხარაგაული", 16 მარტი, 2012 წ., #11, გვ. 7