ილია სუხიშვილის ქუჩა

ილია (ილიკო) სუხიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს სამგორის რაიონში (ვარკეთილი-3); ვიქტორ კუპრაძისა და დიმიტრი ალექსიძის ქუჩებს შორის. ადრე უსახელო ქუჩა იყო. 1985 წელს ილია სუხიშვილის სახელი ეწოდა. 2007 წელს ილია სუხიშვილის სახელი დაერქვა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერსაც.

ილია სუხიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი სამგორის რაიონი
უბანი ვარკეთილი

ლიტერატურა რედაქტირება