ილია ნუცუბიძე (დ. 20 ივლისი, 1883, ფარცხანაყანევი, ქუთაისის მაზრა — გ. უცნობია, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ილია ნუცუბიძე
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1883(1883-07-20)
დაბ. ადგილი ფარცხანაყანევი, ქუთაისის გუბერნია
გარდ. თარიღი არაუადრეს 1921
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ილია ნუცუბიძე დაიბადა 1883 წლის 20 ივლისს, ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანევში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

სწავლობდა კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ განყოფილებაზე; დაასრულა სამი კურსი. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. 1907 წლის 13 ივნისს ესერთა სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს ტფილისში. მეორედ დაპატიმრებული იყო 1909 წელს. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით; იყო სარეგლამენტო კომისიის მდივანი, საბიბლიოთეკო, სამხედრო, საბიუჯეტო-საფინანსო მომარაგების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 324.