ილია ნაკაშიძე (პოლიტიკოსი)
ილია ნაკაშიძე (დ. 12 მაისი, 1959) — ქართველი ექიმი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი.
ილია ნაკაშიძე | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2016 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 12 მაისი, 1959 სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1959 წლის 12 მაისს. 1978-1984 წლებში სწავლობდა ვოროშილოვგრადის სამედიცინო ინსტიტუტში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1976-1978 წლებში იყო „საქთევზპრომის“ მუშა. 1988-2009 წლებში იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 1998 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1999-2004 წლებში იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. 2009 წლიდან არის შპს „ჯანმრთელობის ცენტრ მედინას“ განყოფილების გამგე და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 2014-2015 წლებში — „ბაუ ინტერნეიშნალ უნივერსითის“ რექტორის მოადგილე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ილია ნაკაშიძე (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ილია ნაკაშიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)