ილია კარპოვი
ილია სპირიდონის ძე კარპოვი (დ. 1909, ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაილია კარპოვი დაიბადა 1909 წელს თბილისში, მუშის ოჯახში. 1916 წელს შევიდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1920 წელს. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამთავრების შემდეგ მუშაობდა შიკრიკად ტყვიამფრქვეველთა კურსებზე. შემდეგ 1924 წლამდე სწავლობდა საშუალო სკოლაში. ხელობის შესწავლის მიზნით კარპოვი შევიდა კამოს სახელობის საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში, რომელსაც 1928 წელს ამთავრებს. ხელობის შესწავლის შემდეგ კარპოვმა 4 წლის განმავლობაში ზეინკლად იმუშავა ორჯონიკიძის სახელობის მექანიკურ ქარხანაში და სამხედრო საწყობში, რომლის პარალელურად დაამთავრა მუშფაკი და 1932 წელს შევიდა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ განყოფულებაზე, რომელიც დაამთავრა 1937 წელს.
1937 წელს საქართველოს კპ (ბ) ცაკის გადაწყვეტილებით ილია კარპოვი გაგზავნილი იყო სოხუმში სოხუმჰესის მშენებლობის უფროსის თანამდებობაზე.
ილია კარპოვი ლენინური კომკავშირის რიგებში 1925 წელს შევიდა. ორჯონიკიძის მექანიკურ ქარხანაში მუშაობის დროს, 1929 წელს მიიღეს პარტიის კანდიდატად, ხოლო 1930 წელს კი საქართველოს კპ (ბ) წევრად.
1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად სოხუმის რაიონის ანდრეევკის №50 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №116 (214), 23 მაისი, 1938