ილია ვაჩნაძე

ქართველი ხელოვნების მუშაკი

ილია ვაჩნაძე (დ. 11 ოქტომბერი, 1949, დუშეთი) — ქართველი ხელოვნების მუშაკი.

1982 წელს დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1967 წლიდან საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა გამნათებელის პოზიციაზე; 1968 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმი" გამნათებელია; 1973 წლიდან ოპერატორის ასისტენტია; 1979 წლიდან-ოპერატორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: „მთები, მთები!“ (დოკუმენტური, 1976), „მატჩის დირიჟორი“ (დოკუმენტური, 1980), „გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ“ (დოკუმენტური, 1986), „მოქცევაი ქართლისაი“ (დოკუმენტური, 1991), „ყოველი ქართლი“ (დოკუმენტური, 1995), „საუკუნის დანაშაული“ (დოკუმენტური, 1997), „პანოპტიკუმი“ (1997), „გურული ფირალები“ (დოკუმენტური, 2000), „ვაჟკაცს კარგ უნდა ჰყვანდის ცხენიო“ (დოკუმენტური, 2006), „ერთი ოჯახის ქრონიკები“ (დოკუმენტური, 2012) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება