ილიას ჯანსუგუროვი

ილიას ჯანსუგუროვი (დ. 1 მაისი, 1894, აული 4, ახლანდელი დასახლება ჯანსუგუროვი, თალდი-ყორღანის ოლქი, ყაზახეთი, — გ. 26 თებერვალი 1938) — ყაზახი პოეტი. 1925–1927 წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკის მოსკოვის კომუნისტურ ინსტიტუტში. მისი ადრეული პერიოდის ლექსები „რა შეემთხვათ მათ“ (1919) გამსჭვალულია უბრალო ხალხისადმი თანაგრძნობით. პოემაში „სტეპი“ (1930) ასახულია ყაზახი ხალხის ისტორიული წარსული, იმდროინდელი ყაზახეთის მიღწევები. პოემაში „კულაგერი“ (1936), ასახულია ყაზახური აულის ცხოვრება. წერდა პიესებს.

ილიას ჯანსუგუროვი
Ilyas Zhansugurov.jpg
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1894(1894-05-01)
დაბადების ადგილი Kopalsky Uyezd
გარდაცვალების თარიღი 26 თებერვალი, 1938(1938-02-26) (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი ალმათი
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტი
ენა ყაზახური ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the USSR (1936-1955).svg სსრკ

ლიტერატურარედაქტირება