ილდეღიზიდთა მონეტა

ილდეღიზიდთა მონეტაXII-XIII საუკუნეების აზერბაიჯანის მმართველი ათაბაგების, ილდეღიზიდების მიერ მოჭრილი არასწორი ფორმის და სხვადასხვა წონის სპილენძის მონეტა. მის ერთ მხარეს ათაბაგების უშუალო სიუზერენის – ერაყის სელჩუკი სულთნის და ბაღდადის ხალიფას სახელებია ამოკვეთილი, მეორე მხარეს თვით ათაბაგის სახელი. ილდეღიზიდთა მონეტა აღმოსავლეთ საქარტველოშიც იყო გავრცელებული. აღმოცენილია დმანისში, რუსთავში, აგრეთვე XII-XIII საუკუნეების განძებში (ლილოს, კრწანისის, თბილისის-განჯისკარის, რიყის).

ლიტერატურა

რედაქტირება