იიფეი ლიუ
იიფეი ლიუ (ჩინ. Liu Yifei; დ. 25 აგვისტო, 1987) — ჩინელი მოდელი, მსახიობი და მომღერალია. იგი ჩინეთის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობია. მან ითამაშა რამდენიმე სატელევიზიო პროგრამასა და ფილმში. იიფეი ცნობილი გახდა ფილმით - "Fairy Sister". შემდგომში მან მიიღო როლები სერიალებში - "The Story of a Noble Family", "Demi-Gods and Semi-Devils", "Chinese Paladin" და "The Return of the Condor Heroes". გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში, მათ შორის: "A Chinese Fairy Tale’", "The Assassins", "The Forbidden Kingdom", "Once Upon a Time", "Hanson and the Beast", "The Third Way of Love", "So Young 2: Never Gone" და "The Chinese Widow". მსახიობი იიფეი ლიუ ასევე არის მომღერალი, რომელმაც გამოუშვა ალბომები: "Liu Yifei", "All My Words", "Mayonaka no door". მან ასევე ჩაწერა რამდენიმე საუნდტრეკი სხვადასხვა შემსრულებლებისთვის. იიფეიმ მიიღო "ყველაზე ქარიზმატული მსახიობის" პრემია ჰონგ კონგის კინემატოგრაფისტთა 22-ე საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიაზე. მან ასევე მიიღო მაკაოს მე -5 საერთაშორისო კინოფესტივალზე "საუკეთესო მსახიობი ქალის" ჯილდო ფილმ "The Assassins" - ში შესრულებული როლისათვის. გარდა ამისა, ჩინელ ვარსკვლავს მიენიჭა "ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალის" ჯილდო გუანჯოუს კოლეჯის მე -13 სტუდენტურ კინოფესტივალზე. მან ასევე მოიპოვა პრემია, ჩინეთის კინომედიის მე -16 დაჯილდოებაზე, ფილმ "The Third Way of Love" - ში შესრულებული როლისათვის.
ადრეული წლები
რედაქტირებალიუ იიფეი დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს, ვუჰანში, ჩინეთში. მისი მამა ანაოკანგი არის საფრანგეთისა და ჩინეთის ელჩის მდივანი და ფრანგულენოვანი უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო დედა ლიჟუ სიაოლი მოცეკვავეა. ლიუ დედისერთა არ არის, მას ჰყავს უმცროსი და და ძმა.
როდესაც ლიუ იიფეი 10 წლის იყო, მისი მშობლები გაშორდნენ. იგი იმავე წელს დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და დედის გვარი მიიღო. ლიუ სწავლობდა ლუი პასტერის საშუალო სკოლაში. 15 წლის ასაკში იგი მიიღეს პეკინის კინოაკადემიის სპექტაკლის ინსტიტუტში. მან ინსტიტუტი დაამთავრა 2006 წელს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებალიუმ 2013 წელს გაიცნო ჩინელი მსახიობი სონგ სენგ-ჰეონი. წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო. მრავალი წლის ურთიერთობის შემდეგ, ლიუ იიფეი და მისი მეგობარი ბიჭი დაშორდნენ, მათი დაშორების შესახებ სოციალურმა მედიამ 2018 წლის იანვარში გაიგო. მათი თქმით. ლიუმ ინტერვიუში თქვა, რომ მათი დაშორების მიზეზი იყო მათი ძალიან დაკავებული ცხოვრება, რის გამოც ისინი ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ.
კარიერა
რედაქტირებალიუ იიფეის პირველი სამსახიობო დებიუტი შედგა 2003 წელს სერიალში - "The Story of a Noble Family". შემდეგ მან ითამაშა სერიალში - "Demi-Gods and Semi-Devils". ამის შემდეგ მან იმონაწილევა ფილმებში - "Love of May" და "The Love Winner". 2005 წელს იიფეი გადაიღეს დრამატულ ფილმში - "Chinese Paladin". შემდეგ წელს მან ითამაშა მთავარი როლი სერიალში - "The Return of the Condor Heroes". იიფეიმ იმავე წელს გამოუშვა თავისი ალბომები: "Liu Yifei", "All My Words" და "Mayonaka no door".
2008 წელს ჩინელი მსახიობი გადაიღეს ფილმში - "The Forbidden Kingdom" . ორი წლის შემდეგ, იგი გადაიღეს ფილმში - "Love in Disguise", რომელსაც მოჰყვა ფილმები: "A Chinese Fairy Tale" და "White Vengeance". 2012 წელს იიფეიმ მიიღო ლინგჯუს როლი ფილმში - "The Assassins" და ვუ ცინის როლი ფილმში - "The Four".
2013 და 2014 წლებში ლიუ მუშაობდა ფილმ "The Four" - ის გაგრძელებებზე ("The Four II" და "The Four III"). ამის შემდეგ, მსახიობმა ითამაშა ფილმში "Outcast" და "The Third Way of Love". ერთი წლის შემდეგ, იიფეის შესთავაზეს როლები სერიალებში - "Once Upon a Time", "Hanson and the Beast" და "The Chinese Widow"