ითხვისის ნაქალაქარი

ითხვისის ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში. დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია მეწყრული პროცესების გამო. ძეგლის გათხრა მიმდინარეობდა 2019-2021 წლებში. ნაქალაქარი მთლიანად დანგრეულია და მიწითაა დაფარული.გათხრილი ნაწილი წარმოდგენილია მარნით, რომელიც შედგება სხვადასხვა ზომის ჩაკირული ქვევრებით,სამეურნეო დანიშნულების სენაკებით და ღია ფილაქნიანი ეზოთი. სამეურნეო სენაკები ძლიერ მცირე ზომისაა. კედლები დანგრეულია ძლიერი ხანძრით. ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დადასტურდა სამაროვანის არსებობა, რომელიც ამჟამად უკვე განადგურებულია მეწყერული პროცესების წყალობით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბრაგვაძე ზ., დიღმელაშვილი ქ., დარეჯანაშვილი დ., ითხვისის ნაქალაქარი, თბ., 2021

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38158