სენაკი (ბერის სადგომი)
სენაკი (ბერძ. κελλίον, მრავლ. -ία, κέλλα; ლათ. сеllа — „ოთახი, სადგომი“) — ბერის ან მონაზვნის საცხოვრებელი, ცალკე გამოყოფილი ოთახი მონასტერში.
სიტყვის განმარტება
რედაქტირებასულხან–საბა ორბელიანი თავის „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“:
„მცირე სახლაკი. მონოზნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი.“
|
„ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ ვკითხულობთ:
„სენაკი — ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნებისათვის, განდეგილებისათვის.“
|
მნიშვნელობა
რედაქტირებასენაკი არის ცაკლკე გამოყოფილი ოთახი მონასტრებში, მინიმალური შიდა მოწყობილობით: მაგიდა, სკამი, ტახტი. ხშირად გვხვდება წიგნების თარო და ხატის დასადგამი.
მონასტრის ტრადიცია ითვალისწინებს, რომ მთელი იმ დროს, როცა ბერ–მონაზონი დაკავებული არ არის სამონასტრო სამსახურით ან წირვა–ლოცვებში არ მონაწილეობს, ის ატარებს თავის სენაკში და ლოცულობს ან სასულიერო წიგნებს კითხულობს.
მონასტრების წესდებით მამათა სავანეში და, კერძოდ, სენაკებში უცხო პირთა შესვლა არ შეიძლება, ხოლო საპირისპირო სქესის პირებს ეს ეკრძალებათ, გარდა ნათესავებისა და ისიც იშვიათი გამონაკლისის სახით (სენაკში დაყუდებული ბერის ავადმყოფობა და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- სულხან–საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, თბ., გამომცემლობა მერანი, 1993, გვერდი 82
- ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი (ერთტომეული), თბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1986, გვერდი 405
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წმიდა დავით გარესჯელის უდაბნო
- სულხან-საბას ლექსიკონი დაარქივებული 2011-10-14 საიტზე Wayback Machine.