იზარი
იზარი (გერმ. Isar) — მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში. სათავე აქვს ჩრდილოეთ კირქვიან ალპებში, ზღვის დონიდან 1750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 295 კმ, აუზის ფართობი 8,370 კმ². მიედინება ავსტრიის ტიროლისა და გერმანიის ბავარიის ტერიტორიებზე. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. მდინარეზე უხვადაა ხრეშის მრავალრიცხოვანი კუნძულები. ზემო დინება მოქცეულია ავსტრიის ფარგლებში, აქ მოედინება ტიროლის ალპების გავლით, სადაც დამახასიათებლად ტიპური მთის მდინარეა. გერმანიაში მიტენვალდის სიახლოვეს შემოდის.
იზარი | |
---|---|
ქვეყანა |
ავსტრია გერმანია |
ქალაქები | მიუნხენი |
სათავე |
ჩრდილოეთი კირქვიანი ალპები 47°22′32″ ჩ. გ. 11°24′29″ ა. გ. / 47.37556° ჩ. გ. 11.40806° ა. გ. |
სიგრძე | 295 კმ |
აუზის ფართობი | 8,370 კმ² |
იზარი ვიკისაწყობში |
ზაფხულში იცის წყალმოვარდნა, ზამთარში წყალმცირობა. წყლის საშუალო ხარჯი 175 მ³/წმ. ხე-ტყის დაცურება. იზარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი მიუნხენი.