ივ არდენი
ივ არდენი (ინგლ. Eve Arden; დ. 30 აპრილი, 1908 — გ. 12 ნოემბერი, 1990) — ამერიკელი კომიკოსი, სცენის, რადიოს, ტელევიზიის და კინომსახიობი. დაახლოებით 6 დეკადის განმავლობაში თამაშობდა მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს.
ივ არდენი | |
---|---|
არდენი 1972 წელს | |
დაბადების სახელი | ეუნის მერი ქვიდენზ |
დაბადების თარიღი |
30 აპრილი, 1908 კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
12 ნოემბერი, 1990 (82 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1929-1987 |
მეუღლე(ები) |
ნედ ბერგენი (იქ. 1939–47) ბრუკს ვესთი (იქ. 1952–84) |
შვილ(ებ)ი | 4 |
საიტი | eve-arden.com |
პირველად ფილმში 1929 წელს გადაიღეს, ადრეულ 1930-იან წლებში დაიწყო ბროდვეის თეატრში თამაში. პირველი მთავარი როლი ითამაშა 1937 წელს, RKO Radio Pictures-ის დრამაში, „სცენის კარი“. ამ როლს მოჰყვა ფილმები: ამერიკული რომანტიკული კომედია „მშვენიერი დრო“ (1938), და კომედია „ცირკში“ (1939). მას ფილმ „მილდრედ პირსი“-ში შესრულებული როლისთვის, გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.
მოგვიანებით, მასწავლებლის როლი ითამაშა ამერიკულ სიტკომში, „ჩვენი მისის ბრუკსი“, აღნიშნულ სიტკომში მონაწილეობისთვის მან მოიგო პრაიმტაიმ ემი ჯილდო. ასევე ითამაშა ფილმებში, რომანტიკულ-კომედიური მიუზიკლი „ბრეოლინი“ (1978) და „ბრეოლინი 2“ (1982).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაცნობილი ამერიკელი მსახიობი ივ არდენი დაიბადა 1908 წლის 30 აპრილს, მილ ველიში, კალიფორნიაში, აშშ-ში.[1][2][3] იყო ჩარლზ პიტერ ქვიდენსის და ლუსი ფრენკის ქალიშვილი.
მიუხედავად იმისა რომ არდენი კათოლიკე არ იყო, იგი ადრეულ ასაკში გაგზავნეს „დომინიკის დედათა მონასტერში“, 16 წლამდე სწავლობდა „Tamalpais“-ის საშუალო სკოლაში. სკოლის დატოვების შემდეგ იგი შეუერთდა ჰენრი „ტერი“ დაფის საფონდო თეატრალურ კომპანიას.[4]
კარიერა
რედაქტირებაფილმი
რედაქტირებაივ არდენი პირველად ფილმში გადაიღეს 1929 წელს, ამერიკულ მიუზიკლში, „სიყვარულის სიმღერა“-ში, სადაც იგი ასრულებს გოგონას როლს, რომელიც ფილმის ვარსკვლავის, მომღერალი ბილ ბეიკერის კონკურენტი ხდება. აღნიშნული ფილმი იყო Columbia Pictures-ის ერთ-ერთი ადრეული მიღწეული წარმატება. 1933 წელს საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მას ბროდვეის თეატრში რამდენიმე მთავარი როლი ჰქონდა. 1934 წელს იყო ბროდვეის პროდუქციის, „ზიგფელდის ფოლიების“ ქასთის წევრი, ეს იყო პირველი როლი, სადაც არდენმა თავისი ნამდვილი სახელით ითამაშა. 1934 წლიდან 1941 წლამდე გამოჩნდა ბროდვეის პროდუქციებში: „აღლუმი“, „მაისისთვის ძალიან თბილი“, „ორი შოუსთვის“, და „დავუპირისპირდეთ“.[5]
არდენის კინოკარიერა 1937 წელს „RKO Radio Pictures“-თან კონტრაქტის დადებით დაიწყო, და გამოჩნდა ფილმებში, „ოჰ, ექიმო“ და „სცენის კარი“. „სცენის კარში“ შესრულებული სწრაფადმოსაუბრე მახვილგონიერი პერსონაჟის განსახიერებით, მან დიდი ყურადღება მიიქცია და მისი მომავალი როლების შაბლონიც გახდა.[6][7] 1938 წელს მორეხარისხოვანი როლი ითამაშა კომედიაში, „მშვენიერი დრო“, აღნიშნულ ფილმში მასთან ერთად თამაშობდა ამერიკელი მსახიობი ჯინჯერ როჯერსი და ლიუსილ ბოლი. ამ როლის შემდეგ გადაიღეს კრიმინალურ ფილმში, „დავიწყებული ქალი“ (1939) და კომედიაში, „ცირკში“, ამ უკანასკნელში მისი როლი აკრობატიკის შესრულებას მოითხოვდა.
1940 წელს კლარკ გეიბლის კონკურენტად გამოჩნდა ფილმში, „Comrade X“. 1941 წელს გადაიღეს დრამაში, „კაცის ძალა“. მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა 1941 წლის კომედიაში, „სიბნელეში სტვენა“, და რომანტიკულ კომედიაში, „Obliging Young Lady“ (1942).
აღსანიშნავია მისი როლი ფილმში, „მილდრედ პირსი“ (1945), რომლისთვისაც არდენი ოსკარით დაჯილდოვდა, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 1959 წელს ასევე გადაიღეს მისტერიაში, „მკვლელობის ანატომია“. 1946 წლის გამოკითხვაში, თუ ვინ არის „ხვალინდელ ვარსკვლავი“ არდენი მეექსვე ადგილზე გავიდა.[8]
არდენი გაეცნო ახალი თაობის კინომოყვარულებს, მაკგის როლით, ფილმებში: „ბრეოლინი“ (1978) და „ბრეოლინი 2“ (1982). ცნობილი იყო თავისი კომედიური როლებით.
სცენა
რედაქტირება1960-იან წლებში ივ არდენმა მონაწილეობა მიიღო მიუზიკლში, „გამარჯობა, დოლი“ და „მამიდა მემი“. „ჩიკაგოს თეატრში“ შესრულებული როლისთვის, მან 1967 წელს მოიგო „Sarah Siddons“-ის ჯილდო.[9] 1983 წელს მას ბროდვეის თეატრში, სპექტაკლ „Moose Murders“-ში უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა არდენი ჩაანაცვლეს მასზე ბევრად ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ქალით, ჰოლანდ ტეილორით, მიზეზად კი „მხატვრული განსხვავებები“ დაასახელეს. აღნიშნული შოუ გაიხსნა და დაიხურა იმ ღამესვე.
1985 წელს არდენმა გამოსცა ავტობიოგრაფია, სახელწოდებით: „ივის სამი ფაზა“. გარდა ოსკარის ნომინაციისა, მას ჰოლივუდის დიდების ხეივანზე აქვს მისი სახელობის ვარსკვლავი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაივ არდენმა სულ ორჯერ იქორწინა. მისი პირველი ქორიწნება დაკავშირებულია ნედ ბერჯენთან, რომელზეც მსახიობმა 1939 წელს იქორწინა. ისინი 1947 წელს დაშორდნენ. 1940-იან წლებში ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მსახიობთან და მომღერალთან, დენი კეისთან. 1952 წელს არდენი დაქორწინდა მსახიობ ბრუკ ვესთზე (1916-1984). 1984 წელს ბრუკ ვესთი გულის დაავადებით გარდაიცვალა. ვესთს და არდენს ერთად ოთხი შვილი ეყოლა, წყვილმა მეოთხე შვილი იშვილა.
ივ არდენი გარდაიცვალა 1990 წლის 12 ნოემბერს, გულის მოულოდნელი გაჩერებით და ქრონიკული დაავადებით, ათეროსკლეროზით. გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, თავის სახლში. ჩაუტარეს კრემაცია, მისი ფერფლი დამარხეს „Westwood Village Memorial Park Cemetery“-ში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Alistair, Rupert (2018). „Eve Arden“, The Name Below the Title : 65 Classic Movie Character Actors from Hollywood's Golden Age, First, Great Britain: Independently published, გვ. 15–17. ISBN 978-1-7200-3837-5.
- Tucker, David C. (2007). The Women Who Made Television Funny: Ten Stars of 1950s Sitcoms. Jefferson, NC: McFarland & Co. ISBN 978-0-7864-2900-4.
- Karol, Michael (2005). Sitcom Queens: Divas of the Small Screen. iUniverse. ISBN 0-595-40251-8.
- Herbert, Ian, ed. (1981). „ARDEN, Eve“. Who's Who in the Theatre. 1. Gale Research Company. p. 21. ISSN 0083-9833.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივ არდენი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ივ არდენი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- ივ არდენი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ივ არდენი — Find a Grave-ზე
- ივ არდენი — AllMovie
- Eve Arden at Virtual History
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Census records from 1910 and 1920 (the earliest records found on Arden) as well as the Social Security Death Index (568-03-2856 დაარქივებული 2016-06-02 საიტზე Wayback Machine. ) support 1909 as her year of birth, as does a travel manifest from 1953, giving her age as 44. However, her death certificate (#39019050699, County of Los Angeles Registrar-Recorder/County Clerk in the name of Eve Arden West) დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine. , the California Death Registry(ფასიანი რეგისტრაცია) and her family crypt at Westwood Village Memorial Park Cemetery cite 1908
- ↑ Obituary (with 1908 year of birth confirmed by Arden's daughter, Liza), upi.com, November 13, 1990; accessed January 1, 2017.
- ↑ After her death, some sources initially cited 1907, giving her age as 83, but this is groundless. Arden gave her own year of birth as 1912 for many years.
- ↑ Three Phases of Eve (1985). St Martin's Press
- ↑ Eve Arden. Playbill. Playbill, Inc.. ციტირების თარიღი: December 29, 2016
- ↑ Krebs, Albin (November 13, 1990). „Eve Arden, Actress, Is Dead... TV's 'Our Miss Brooks'“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 13, 2011.
- ↑ Eve Arden. tcm.com. ციტირების თარიღი: June 13, 2011
- ↑ „The Stars of To-morrow“. Sydney Morning Morning Herald (NSW: 1842-1954). NSW: National Library of Australia. September 10, 1946. p. 11 Supplement: The Sydney Morning Herald Magazine. ციტირების თარიღი: April 24, 2012.
- ↑ The Sarah Siddons Society Awardees. Sarah Siddons Society (2010). ციტირების თარიღი: June 13, 2011