ლიუსილ ბოლი
ლიუსილ დიზაირ ბოლი (ინგლ. Lucille Desiree Ball; დ. 6 აგვისტო, 1911 — გ. 26 აპრილი, 1989) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მომღერალი, მოდელი და პროდიუსერი. იყო სიტკომების: „მე მიყვარს ლუსი“, „ლუსის შოუ“, „აქ არის ლუსი“-ს ვარსკვლავი და პროდიუსერი.
ლიუსილ ბოლი | |
---|---|
ბოლი 1955 წელს | |
დაბადების სახელი | ლიუსილ დიზაირ ბოლი |
დაბადების თარიღი |
6 აგვისტო, 1911 ჯეიმსთაუნი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
26 აპრილი, 1989 (77 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, კომიკოსი, მოდელი, პროდიუსერი, მომღერალი |
აქტიური | 1928-1989 |
ნათესავები | ფრედ ბოლი (ძმა) |
ხელმოწერა |
ბოლის კარიერა 1929 წელს მოდელობით იწყება. იგი სამსახიობო კარიერას ბროდვეის თეატრში, სცენის სახელით, დაიანა ბელმონტით იწყებს. 1930-იან და 1940-იან წლებში, RKO Radio Pictures-ის ფილმებში გამოჩნდა რამდენიმე მინორული როლით. ამ დროს მსახიობი შეხვდა მის მომავალ მეუღლეს, კუბელ-ამერიკელ მსახიობს დისი არნაზს, რომელზეც 1940 წლის ნოემბერში იქორწინა. მოგვიანებით, მან ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო. 1951 წელს ბოლიმ მეუღლესთან, დისი არნაზთან ერთად შექმნა სიტკომი, „მე მიყვარს ლუსი“, რომელიც ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველასთვის საყვარელი შოუა. 1951 წელს წყვილს შეეძინა ქალიშვილი ლუსი, ხოლო 1953 წელს ვაჟი, დისი არნაზი. ბოლი და არნაზი 1960 წელს განქორწინდნენ. 1961 წელს მსახიობი დაქორწინდა ამერიკელ კომიკოსზე, გერი მორტონზე.
ამ პერიოდში მსახიობი გახდა ბროდვეის მიუზიკლის, „გარეული კატის“ პროდიუსერი,[1] 1960 წლიდან 1961 წლამდე იყო მიუზიკლის ვარსკვლავი. შოუმ თბილი შეფასებები მოიპოვა, თუმცა მსახიობი ავად გახდა, რის შედეგადაც მიუზიკლი დაიხურა. მიუზიკლის, „გარეულის კატის“ შემდეგ, ლიუსი მაყურებელს დაუბრუნდა „ლუსის შოუთი“, სადაც მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ამერიკელი მსახიობი ვივიან ვანსი. ვივიანმა შოუ 1965 წელს დატოვა, 1968 წლამდე ბოლისთან ერთად შოუში მონაწილეობდა მისი მეგობარი, გეილ გორდონი. მოგვიანებით, მსახიობმა მოულოდნელად დაიწყო ახალ შოუში, „აქ არის ლუსი“-ში მონაწილეობის მიღება, ეს პროგრამა 1974 წლამდე არსებობდა.
1962 წელს ბოლი გახდა პირველი ქალი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ სატელევიზიო სტუდიოს, „Desilu Productions“-ს მართავდა. 1985 წელს მან დრამატული როლი ითამაშა ტელეფილმში, „ქვის ბალიში“. შემდეგ წელს, იგი გადაიღეს მორიგ შოუში, სახელად: „ცხოვრება ლუსისთან ერთად“, რომელმაც პოპულარობა ვერ მოიპოვა და სამი თვის შემდეგ დაიხურა. მან ფილმებში და სატელევიზიო პროგრამებში მონაწილეობა გარდაცვალებამდე გააგრძელა. მსახიობი მუცლის აორტის ანევრიზმით 1989 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]
ბოლი 13 ჯერ იყო ნომინირებული პრაიმტაიმ ემი ჯილდოდზე, აქედან 4 ჯერ მოიგო.[3] 1960 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე მოიპოვა ორი ვარსკვლავი.[4] 1977 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც Crystal-ის ჯილდო მოიპოვა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაცნობილი ამერიკელი მსახიობი ლიუსილ ბოლი დაიბადა 1911 წლის 6 აგვისტოს, ჯეიმზთაუნში,[5] ნიუ-იორკში, აშშ-ში. იყო ჰენრი დარელ ბოლის (1887–1915) და ეველინ ბოლის (1892–1977) ქალიშვილი. მისი წინაპრები ძირითადად იყვნენ ინგლისელები, თუმცა რამდენიმე იყო შოტლანდიელი, ირლანდიელი და ფრანგი. ბავშვობაში, მამის სამსახურის გამო, ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ოჯახი ჯერ ჯეიმზთაუნიდან ანაკონდაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ტრენტონში, ნიუ-ჯერსიში. 1915 წლის თებერვალში, მიჩიგანში ცხოვრების დროს, მსახიობის მამა ტიფის ციებ-ცხელებით 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ დროს ლიუსილი 3 წლის იყო.[6][7] მამის გარდაცვალებისას, დედამისი მეორე შვილზე, ფრედ ჰენრი ბოლზე (1915–2007) იყო ფეხმძიმედ.
ბოლის დედა ნიუ-იორკში დედ-მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომლებიც მას პატარა ლიუსილის და მისი ძმის, ფრედის აღზრდაში დაეხმარნენ. მამის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, ბოლის დედა დაქორწინდა ედუარდ პეტერსონზე. მიუხედავად იმისა, რომ დედა და მამინაცვალი სხვა ქალაქში ეძებდნენ სამუშაოს, პეტერსონის მშობლები ზრუნავდნენ მასზე და მის ძმაზე.
ერთხელ როდესაც ბოლი Shriners-ის ორგანიზაციისთვის სცენაზე თამაშობდა, მან გააცნობიერა, რომ მსახიობობა დიდების მოსაპოვებლად შესანიშნავი გზა იყო. ამ პერიოდში, ფინანსური პრობლემების გამო ოჯახს ჯეიმსთაუნში, პატარა ბინაში მოუწია გადასვლა.
1925 წელს, როდესაც ბოლი მხოლოდ 14 წლის იყო, მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა 21 წლის ბიჭთან, ჯონი დევიტასთან. დედამისი უკმაყოფილო იყო ამ ურთიერთობით და იმედოვნებდა რომ რომანტიკა მომავალ მსახიობზე დიდ გავლენას არ მოახდენდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, დედამისმა მათი დაშორებისთვის ლიუსი ნიუ-იორკში, „ჯონი მური ანდერსონის“ დრამატული ხელოვნების სკოლაში შეიყვანა.[8]
ლიტერატურა
რედაქტირება- Karol, Michael (2003). Lucy in Print; ISBN 0-595-29321-2
- Karol, Michael (2005). The Comic DNA of Lucille Ball: Interpreting the Icon; ISBN 0-595-37951-6
- McClay, Michael (1995). I Love Lucy: The Complete Picture History of the Most Popular TV Show Ever; ISBN 0-446-51750-X (hardcover)
- Meeks, Eric G. (2011). P.S. I Love Lucy: The Story of Lucille Ball in Palm Springs. Horotio Limburger Oglethorpe, გვ. 45. ISBN 978-1468098549.
- Pugh Davis, Madelyn; with Carroll Jr., Bob (2005). Laughing With Lucy: My Life With America's Leading Lady of Comedy; ISBN 978-1-57860-247-6
- Sheridan, James & Barry Monush (2011). Lucille Ball FAQ: Everything Left to Know About America's Favorite Redhead; ISBN 978-1-61774-082-4
- Young, Jordan R. (1999). The Laugh Crafters: Comedy Writing in Radio & TV's Golden Age. Beverly Hills: Past Times Publishing; ISBN 0-940410-37-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლიუსილ ბოლი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ლიუსილ ბოლი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Lucille Ball TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- ლიუსილ ბოლი — TV Guide
- Lucille Ball დაარქივებული 2009-02-07 საიტზე Wayback Machine. at the Museum of Broadcast Communications
- Lucille Ball and Desi Arnaz Papers, 1915-1990 at the Library of Congress
- ლიუსილ ბოლი — Find a Grave-ზე
- FBI Records: The Vault – Lucille Ball at vault.fbi.gov
- Celebrating Lucille Ball at 100: Unpublished Photos. LIFE. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2012. ციტირების თარიღი: August 6, 2011
- Norwood, Arlisha. "Lucille Ball", National Women's History Museum. 2017.
- Orson Welles Radio Almanac (1944). ციტატა: „Lucille Ball and several other actors participate“
- Wanda Clark. Interview. Voices of Oklahoma (August 5, 2015). ციტატა: „About her long-time, 25 years, employer Lucille Ball“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Suskin, Steven (2010-03-09). Show Tunes: The Songs, Shows, and Careers of Broadway's Major Composers (en). Oxford University Press, USA. ISBN 978-0-19-531407-6.
- ↑ Lucille Ball. Morbid Curiosity. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2018. ციტატა: „Lucille Ball is recovering and dies“ ციტირების თარიღი: April 6, 2008
- ↑ Lucille Ball: Biography. punoftheday.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 14, 2018. ციტატა: „Ball wins four Emmys and nominated for a total of 13“ ციტირების თარიღი: April 2, 2008
- ↑ Walk of Fame: Lucille Ball. ციტირების თარიღი: December 22, 2017
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-05. ციტირების თარიღი: 2021-02-27.
- ↑ Patch, Jason Alley, [1], patch.com, August 7, 2011.
- ↑ „Radio: Sassafrassa, the Queen“. Time (ინგლისური). 1952-05-26. ISSN 0040-781X. ციტირების თარიღი: 2020-06-22.
- ↑ Swift, Sunday (February 2019). „Lucille Ball“. Chap: 29–33.