ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ივარს გოდმანისი (Ivars Godmanis; დ. 27 ნოემბერი, 1951) — ლატვიელი პოლიტიკოსი. ლატვიის პირველი პრემიერ-მინისტრი საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ (1990-1993). მეორედ გახდა პრემიერი 2007 წლის დეკემბერში.

ივარს გოდმანისი (მარცხნივ), აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რიგაში

გოდმანისს პირველი პრემიერ-მინისტრობა კომუნისტურიდან კაპიტალისტურ ეკონომიკაზე მძიმე ეკონომიკური ტრანსფორმაციის პერიოდში მოუწია, რის გამოც 1995 წელს ის „სამი ვარსკვლავის ორდენით“ დაჯილდოვდა. მოგვიანებით, 1998-1999 წლებში ის ფინანსთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა. თავდაპირველად ის ლატვიის სახალხო ფრონტის წევრი იყო, თუმცა ფრონტის დაშლის შემდეგ ის ლატვიის გზის პარტიაში გადადის. 2006 წლის ნოემბერში არჩევნებში ლატვიის გზისა და ლატვიის პირველი პარტიის კოალიციის გამარჯვების შემდეგ ის მეორედ გახდა ლატვიის პრემიერ მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: