ივან მალკოვიჩი (დ. 10 მაისი, 1961, სოფ. ბერეზივი, ახლანდ. ივანო-ფრანკივსკის ოლქი) — უკრაინელი პოეტი, გამომცემელი. უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2017). უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი (1986). დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი (1985). მუშაობდა მასწავლებლად; იყო სკოლამდელი ლიტერატურის გამომცემლობა „ვესელკას“ რედაქტორი (1986–1987); გამომცემლობა „მოლოდის“ პოეზიის განყოფილების რედაქტორი (1987–1989); საბავშვო ჟურნალ „სონიაშნიკის“ ლიტერატურული რედაქტორი (1991–1992); საბავშვო პროგრამა „უკრტელეფილმის“ მთავარი რედაქტორი (1992). 1992 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა საბავშვო გამომცემლობას „А-БА-БА-ГА-ЛА-МА-ГА“, რომელიც 2008 წლიდან უშვებს ზრდასრულთა ლიტერატურასაც (2002 წელს ლვივში გამართულ გამომცემელთა ფორუმზე აღიარეს წლის გამომცემლობად, 2004 წელს — უკრაინაში გამომცემლობის საუკეთესო დირექტორად).[2]

ივან მალკოვიჩი
უკრ. Іван Малкович
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1961(1961-05-10)[1] (63 წლის)
დაბადების ადგილი ნიჟნი-ბერეზივი[1]
საქმიანობა საბავშვო მწერალი, გამომცემელი, მწერალი და პოეტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  უკრაინა
ალმა-მატერი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
ჯილდოები ღიმილის ორდენი, შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი და III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“
შვილ(ებ)ი ტარას მალკოვიჩი

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1981 წლის 6 იანვარს გაზეთში „ლიტერატურნა უკრაინა“. მალკოვიჩის პოეზიის თავისებურება, მისი მღერადობა და ბაროკოული თეატრალიზებულობა, სახეებისა და სიეჟეტთა ვერტეპულობა აიხსნება აზროვნების მითოპოეტური ორგანიკით, სახეებსა და სიმბოლოებში კარპატების რეგიონის არქაიკული კულტურის ჩანერგვით, ანტიურბანისტული მსოფლშეგრძნებით, ძველი ფილოსოფიური ფიქრებით კეთილისა და ბოროტის შესახებ. პოეზიას ახასიათებს ევჰენ პლუჟნიკის, ბოჰდან-იჰორ ანტონიჩისა და პავლო ტიჩინას შემოქმედების გავლენა. მალკოვიჩის ლექსები შესულია მრავალ ლიტერატურულ (ეროვნულ და თარგმნილ) ანთოლოგიაში, ქრესტომათიაში, სასკოლო სახელმძღვანელოში. მრავალი ლექსი საფუძვლად დაედო მარია ბურმაკას, ვ. მოროზოვის, ტარას ჩუბაის და სხვა კომპოზიტორთა და შემსრულებელთა მუსიკას. ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ, პოლონურ, ბენგალურ, ლიეტუვურ, ნორვეგიულ, ქართულ, სლოვაკურ, სლოვენურ ენებზე.[2]

მალკოვიჩი რედაქტორი, შემდგენელი, ავტორი და მთარგმნელია რამდენიმე ათეული საბავშვო წიგნისა, რომლებიც მისსავე დაარსებულ გამომცემლობაში გამოიცა; მათ შორისაა: „უკრაინული ანბანი“ („Українська абетка“; 1992, 1993), „ოქროს ობობა“ („Золотий павучок“; 1997, 2009), „ანბანი“ („Абетка“; 1999, 2000–2012), „ზღვაში შორს შეცურული მგლის ლეკვი“ („Вовченятко, яке запливло далеко в море“; 2002–2012), „საშობაო ხელთათმანი“ („Різдвяна рукавичка“; 2004, 2009), „ლიზა და მისი სიზმრები“ („Ліза та її сни“; 2005–2007, 2009–2012), „დიდი ქალაქი, პატარა ბაჭია, ანუ თაფლი დედისთვის“ („Велике місто, маленький зайчик, або Мед для мами“, 2007–2012), აგრეთვე „საბავშვო სახარება“ („Дитяча Євангелія“, 2009–2012), „ახალი ტანისამოსი მეფისათვის“ („Нове вбрання для короля“; 2010, თარგმანი ინგლისურიდან), „საყვარელი ლექსები“ 2 ტომად („Улюблені вірші“; 1994, 2000–2012), „100 ზღაპარი“ 3 ტომად („100 казок“, 2005–2012).[2]

კრებულები

რედაქტირება
  • Білий камінь. Київ, 1984;
  • Ключ. Київ, 1988;
  • Вірші. Київ, 1992;
  • Із янголом на плечі. Київ, 1997;
  • Вірші на зиму. Київ, 2006;
  • Все поруч: Вибрані вірші, переклад, есеї, інтерв’ю. Київ, 2010;
  • 2011; Подорожник: Вибрані вірші. Київ, 2013.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Анісімова Н. П. Театралізована модель світу у поезії Івана Малковича з фольклорно-міфологічними мотивами // Актуал. пробл. слов’ян. філології: Міжвуз. зб. наук. ст. Бердянськ, 2010. Вип. 23, ч. 2;
  • Олійникова К. Г. Довгі хвилі культури: І. Малкович і Ш. Бодлер // Наук. зап. Харків. пед. ун-ту. 2013. Вип. 3.
  1. 1.0 1.1 Малкович Іван АнтоновичІнститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
  2. 2.0 2.1 2.2 Тарнашинська, Л. Б.. (2018) Малкович Іван Антонович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2023