ივან გრიგოროვიჩ-ბარსკი
ივან გრიგოროვიჩ-ბარსკი ( დ. 1713 წლის იანვარი, კიევი — გ. 1791 წლის 10 სექტემბერი, კიევი) — კიეველი არქიტექტორი, უკრაინული ბაროკოს უკანასკნელი მთავარი წარმომადგენელი, ვაჭარი, მაგისტრატის რაიცა (მრჩეველი).
ივან გრიგოროვიჩ-ბარსკი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 1713[1] [2] |
დაბ. ადგილი | კიევი[3] ან Litky, Cossack Hetmanate[4] |
გარდ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1785[1] |
გარდ. ადგილი | კიევი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[5] |
მოქალაქეობა |
Cossack Hetmanate რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Kyiv-Mohyla Academy |
მნიშვნელოვანი პროექტები | Cathedral of the Nativity of the Theotokos, Regimental Office House, Church of the Intercession, Kyiv, Peter the Great house, Kyiv, Saint Cyril's Monastery და Mezhyhirya Monastery |
ეკუთვნოდა გრიგოროვიჩ-ბარსკების ოჯახს. იყო მოგზაურის და მწერლის ვასილი გრიგოროვიჩ-ბარსკის უმცროსი ძმა. დაიბადა 1713 წელს მდიდარი ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა კიევ-მოგილიანის აკადემიაში.
არქიტექტურის შესწავლა მან უკვე ზრდასრულ ასაკში დაიწყო. აშენებდა უკრაინული ბაროკოს სტილში:
- კიევში : კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია (1743) პოდოლზე, კირილოვის მონასტრის კარიბჭის ეკლესია (1748-1760; არ არის შემორჩენილი), ღვთისმშობლის შობის ეკლესიის სამრეკლო (1754-1761) და კიევ-პეჩორის ლავრის ამაღლების ეკლესია (1759-1763), პოკროვსკის (1766) და წმინდა ნიკოლოზ ნაბერეჟნის (1772-1785) ეკლესია პოდოლში. 1770 წელს აღადგინა ღვთისმშობლის სახელობის პიროგოშჩის ეკლესია;
- ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი (1752-1764 წწ. ანდრეი ვ. კვასოვთან ერთად) და პოლკის კანცელარიის შენობა (1753-1758 წწ.) —კოზელეცში; სამი წმინდანის ეკლესია ჩერნიგოვის გუბერნიის სოფ. ლემეში (1760-1761); საკათედრო ტაძარი და სამრეკლო მეჟიგორსკის მონასტერში, კიევთან (1766 წ.); ტაძარი კრასნოგორსკის მონასტერში (1769) — ამჟამად ჩერკასის რეგიონი; აღდგომის ეკლესია და ორსართულიანი ეკლესია-სამრეკლო (ორივე 1772 წ.,) - ჩერნიგოვში .
პოდოლში ააგო ქალაქის წყალმომარაგების სისტემა სამსონის შადრევანი პავილიონით (1748-1749 წწ.).
გრიგოროვიჩ-ბარსკის გვიანდელ შემოქმედებაში შეიმჩნეოდა გადახრა კლასიციზმისკენ.
1996 წელს რეჟისორმა ვალენტინ სოკოლოვსკიმ გადაიღო სატელევიზიო ფილმი ივან გრიგოროვიჩ-ბარსკის შესახებ (" უკრტელეფილმი ").
გრიგოროვიჩ-ბარსკის წინაპარად ითვლებოდა მეომარი გრიგოროვიჩი, რომლის 1195 წლის პრუსიელებზე გამარჯვება აღინიშნა "ლუბეჩის" გერბით. ამ მოვლენის შესახებ საუბარი იყო ამონაწერში „კიევის საქალაქო წიგნებიდან“, რომელიც გამოქვეყნდა 1784 წელს კიევის სათავადაზნაურო კრების მოთხოვნით. [6] 1787 წელს გრიგოროვიჩ-ბარსკის ოჯახი ჩაწერეს "კიევის გენეალოგიურ წიგნში".
2011 წელს მოიჭრა "გრიგოროვიჩ-ბარსკების საგვარეუ, ლო" 10 გრივნიანი ვერცხლის მონეტა. მასზე შეცდომითაა მითითებული ივან. გრიგოროვიჩ-ბარსკის თარიღად 1785 წელი 1791 წლის ნაცვლად.
2013 წელს ივან გრიგოროვიჩ-ბარსკის პატივსაცემად გამოიცა უკრაინული საფოსტო კონვერტი, რომელზეც შეცდომით იყო განთავსებული მწერალ დიმიტრი გრიგოროვიჩის პორტრეტი.
ოჯახი
რედაქტირებაცოლი ტატიანა დანილოვნა (დ. 19.1.1727- გ.12.2.1792, ქორწინების თარიღი 15.1.1744) — კიევის მაღაზიის მეპატრონის, ბურგომისტრ დანილ ჩიშინიჩ-ვლასენკოს ქალიშვილი.
შვილები: მიქაელი (5.9.1745), ჯულიანა (16.3.1747-4.7.1749), ალექსანდრე (12.5.1749-22.10.1794), იოაკიმე (10.9.1751-1815), ვასილი (5.4.1753-25.17)., ნიკოლაი (6.5.1754-28.6.1754), ივანე (13.9.1755-1833), აგაფია (4.2.1757-3.9.1779), პარასკევა (15.10.1758-8.12.1758), სტეპანი (23.1759). გერასიმე (3.3.1761-1769), ირინა (25.4.1762, ქორწინებაში ჯერ სკოროდუმოვა, შემდეგ ჩიჟოვა/ჩიჟევსკაია), ტატიანა (17.1.1765, ქორწინებაში გუშჩინა, შემდეგ სვეშნიკოვა), ევდოკია (5.8.1766), ანა (1.1770). ქორწინებაში ხოტიანოვსკაია).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Union List of Artist Names
- ↑ Popova L. I. Grigorovich-Barsky, Ivan // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T034914
- ↑ Григорович-Барский Иван Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Традиційно вважається Київ, проте по часу народження сталося до переїзду родини в Київ у 1715
- ↑ Union List of Artist Names — 2010.
- ↑ Платонов А. А.. (2021-11-03) Выпись с Книг Градских Воеводства Киевского 1784 года декабря 23 дня. ციტირების თარიღი: 2021-11-03