ივანე III

(გადამისამართდა გვერდიდან ივანე III დიდი)

ივანე III ვასილის ძე (რუს. Иван III Васильевич; დ. 22 იანვარი, 1440 — გ. 27 ოქტომბერი, 1505, მოსკოვი) — მოსკოვის დიდი მთავარი 1462-1505 წლებში. თვალსაჩინო რუსი სახელმწიფო მოღვაწე. მის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა. ივანე III-ის მმართველობისას რუსეთმა საბოლოოდ მოიშორა მონღოლ-თათართა უღელი (1480). გაიზარდა მოსკოვის საერთაშორისო ავტორიტეტი. მოსკოვის სახელმწიფოს გაძლიერება მხედველობიდან არ გამორჩენიათ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს. 1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგება-განმტკიცებას. მისი მეორე ცოლი იყო ბიზანტიის იმპერატორთა გვარის ქალი ზოია (სოფია) პალეოლოგოსი.

ივანე III
Иван III Васильевич
მოსკოვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1462
მმართ. დასასრული: 1505
წინამორბედი: ვასილი II
მემკვიდრე: ვასილი III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 იანვარი, 1440
დაბ. ადგილი: მოსკოვი
გარდ. თარიღი: 27 ოქტომბერი, 1505 (65 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი
მეუღლე: 1) მარია ბორისის ასული
2) ზოია (სოფია) პალეოლოგოსი
დინასტია: რიურიკოვიჩები
მამა: ვასილი II
დედა: მარია იაროსლავის ასული

ლიტერატურა

რედაქტირება