ივანე (ვანო) საათაშვილი

ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების მუშაკი.

ივანე (ვანო) გიორგის ძე საათაშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1887, დუშეთი — გ. 1920) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების მუშაკი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანე საათაშვილი დაიბადა 1887 წლის 4 ოქტომბერს, დუშეთში, გლეხის ოჯახში.

ივანე საათაშვილი დუშეთის მაზრის გლეხებში რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. ექვსი წლის განმავლობაში, სოფლად სამსახურის დროს, ხალხში თვითცნობიერება პროპაგანდით, მწერლობითა და წარმოდგენების მართვით შეჰქონდა. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ბრიესის სამმოქმედებიანი პიესა „დასჯილნი“, რომელიც 1913 წელს დაიბეჭდა. ვანო საათაშვილი არალეგალური წიგნების გავრცელებისათვის მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული.

ეროვნული სოციალ-დემოკრატი, ქვეყნის დასაწინაურებლად საჭიროდ თვლიდა სოფლიდან გამოსული და ქალაქში ნასწავლი ადამიანების სოფელში სამოღვაწეოდ დაბრუნებას, ხალხის გონებრივ-ზნეობრივ და სხეულებრივად განვითარებისთვის.

1915 წლიდან ივანე საათაშვილი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

ივანე საათაშვილი გარდაიცვალა 1920 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება