ივანე ჯავახიშვილის მოედანი
ივანე ჯავახიშვილის მოედანი — მოედანი თბილისში ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი). კოსტა ხეთაგუროვის, მაქსიმ გორკისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის 50–60-იან წლებში. ადრე ერქვა ნიკოლოზის („კუკიის ნიკოლოზის მოედანი“), 1922 წლიდან — მიხეილ კალინინის მოედანი. 1990 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. მოედანზე შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლი №1.
ივანე ჯავახიშვილის მოედანი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | კუკიის ნიკოლოზის მოედანი, მიხეილ კალინინის მოედანი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 211, ISBN 978-99928-20-35-3.