ივანე ფუტურიძე
ქართველი აგრონომი
ივანე სამსონის ძე ფუტურიძე (დ. 4 ივლისი, 1906, სოფ. მუხიანი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი საბჭოთა აგრონომ-სუბტროპიკოსი. საქართველოს სსრ. დამსახურებული აგრონომი. სკკპ წევრი 1939 წლიდან. ჩაის ფოთლის უხვი მოსავლის მიღებისათვის 1950 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ივანე ფუტურიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 მარტი, 1906 |
დაბ. ადგილი | მუხიანი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) |
გარდ. თარიღი | უცნობია |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | აგრონომი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენი და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული აგრონომი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 434.