ივანე პატარიძე (რეჟისორი)

ივანე (კუკური) ერმალოს ძე პატარიძე (დ. 7 მაისი, 1900, ქუთაისი, — გ. 2 სექტემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, პედაგოგი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935).

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1919 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსთაველის თეატრის ჩამოყალიბებასა და განვითარებში. 1921 წლიდან იყო ამ თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1928-1958 წლებში — დამდგმელი რეჟისორი. 1927 წელს შექმნა საესტრადო ჯგუფი „ხრინწაძის ხრო“. რუსთაველის თეატრში დადგა: გ. ვენეციანოვის „ჯუმა მაშიდი“, ა. მაშაშვილის „განგაში“, ა. სლავინსკის „პროტესტი“, ი. კოჩერგას „მაისტერი“, ს. კლდიაშვილის „გმირთა თაობა“, ვ. გაბესკირიას „გურიის მთები დაუთოვია“ და სხვ., ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრშივ. დოლიძის „ქეთო და კოტე“. 1939-1979 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.

ლიტერატურა

რედაქტირება