ივანე ოქრომჭედლიშვილი
ქართველი აგრონომი
ივანე ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი), (დ. 1833, სიღნაღი — გ. 10 აგვისტო, 1868, თბილისი) — ერთ-ერთი პირველი ქართველი აგრონომი. დაწყებითი განათლება სიღნაღის სასწავლებელში მიიღო. 1855 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1859 წელს გორიგორეცკის (მოგილიოვის გუბერნია, ორშის მაზრა) სამიწათმოქმედო ინსტიტუტი. ნაშრომისათვის „თამბაქოს მოყვანის შესახებ“ მიენიჭა ჯერ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, შემდეგ მაგისტრის წოდება. საქართველოში დაბრუნებისთანავე სათავეში ჩაუდგა (1861) ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „გუთნის დედას“, რომელშიც ქვეყნდებოდა სტატიები აგრონომიის აქტუალურ საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქველაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 610.