„გუთნის დედა“ — პირველი ქართული აგრონომიული ჟურნალი. სასოფლო-სამეურნეო ორკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1861 წლის დეკემბრიდან 1876 წლის ოქრომბრამდე. ჟურნალში იბეჭდებოდა აგრონომიული ხასიათის გარდა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების საქართველოს სოფლის მეურნეობის ამსახველი სტატიები. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ ივანე კერესელიძე, ა. ვართანოვი, ანტონ ფურცელაძე. 1861–1872 წლებში „გუთნის დედა“ იყო ჟურნალ „ცისკრის“ დამატება, 1873 წლიდან კი დამოუკიდებელი ჟურნალი გახდა. გამოსცემდა სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოება.[1]

გამოცემა 8 გვერდიანი იყო. სულ გამოვიდა ჟურნალის შემდეგი ნომრები:[2]

  • 1862: №1 (1.I) — №24 (15.XII)
  • 1863: №1 (1.I) — №24 (15.XII)
  • 1864: №1 (1.I) — №24 (15.XII)
  • 1865: №1 (1.I) — №24 (15.XII)
  • 1866: №1 (1.I) — №16 (15.VII)
  • 1867: №1 (1.I) — №16 (11.IX)
  • 1868: №1 (1.I) — №24 (1.XII)
  • 1869: №1 (1.I) — №12 (1.VII)
  • 1870: №1 (?) — №24 (XII)
  • 1871: ..?
  • 1872: ..?
  • 1873: №1 (1.III) — №19 (18.XII)
  • 1874: №1 (1.III) — №20 (15.XII)
  • 1875: №1 (30.I) — №23 (15.XII)
  • 1876: №1 (15.I) — №17 (15.XII)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 297.
  2. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 5.