ივანე კეკელიძე
ივანე კეკელიძე (დ. 18 ოქტომბერი, 1908/1903[1], სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი — გ. 2 სექტემბერი, 1973) — ქართველი ინჟინერი, მეტალურგი.
1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1933 წლიდან მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე-ცვლის ინჟინრად, საამქროს უფროსის მოადგილედ, საამქროს უფროსად, ხოლო 1938 წელს ის დააწინაურეს ამავე ქარხნის დირექტორად. 1957 წლიდან ი. კეკელიძე მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის სამმართველოს უფროსად. იყო საქართველოს სსრ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.