ივანე გუბკინი
ივანე გუბკინი (დ. 9 სექტემბერი, 1871, პოზდნიკოვო — გ. 21 აპრილი, 1939) — რუსი გეოლოგი, საბჭოთა კავშირში ნავთობის გეოლოგიის ფუძემდებელი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929), მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1936), აკადემიის აზერბაიჯანის ფილიალის თავმდომარე (1937).
1910 წელს დაასრულა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. მისი ნაშრომები ეხებოდა ნავთობის გეოლოგიის საკითხებს. 1932 წელს გამოსცა „მოძღვრება ნავთობის შესახებ“. ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება ნავთობისა და მისი წარმოშობის შესახებ. მისი ნაშრომების საფუძვლად დაედო ვოლგა-ურალის ნავთობ-აირის რაიონის აღმოჩენას. მისი სახელი ეწოდა ქალაქს ბელგოროდის ოლქში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 288.
- ივანე გუბკინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)