ივანე ნიკოლოზის ძე გვენცაძე (დ. 23 აპრილი, 1907, სოფ. ბარეული, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. ივლისი, 1990, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, საბჭოთა კავშირის გმირი (17 მაისი, 1944), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961).

ივანე გვენცაძე
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1907(1907-04-23)
დაბადების ადგილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 1990
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ჯარის სახეობა არტილერია და არტილერია
წოდება senior lieutenant
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საბჭოთა კავშირის გმირი და სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი (1929), საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1937). მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა დონთან, სტალინგრადთან, კურსკთან, ხარკოვთან. მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის გვარდიის უფროს ლეიტენანტ გვენცაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

ომის შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე (მათ შორის საქქვანახშირის სისტემაში მთავარ ენერგეტიკოსად[1]). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ივანე გვენცაძე : [რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი. ნეკროლოგი] // კომუნისტი. - თბილისი, 1990. - 2 აგვისტო, - №178.