ივანე გაჩეჩილაძე
ივანე გაჩეჩილაძე (დ. 25 სექტემბერი, 1884, წევა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 13 ივლისი, 1938) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი და ფიზიკოსი.
ივანე გაჩეჩილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1884 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1903 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1909 წელს.
1917 წელს დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორად. 1924 წლიდან იყო საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის ამინდის მეთვალყურე განყოფილების ფიზიკოსი, 1925 წლიდან კი განყოფილების გამგე. 1929 წელს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნა კლიმატოლოგიური განყოფილება, რომლის დირექტორის მოადგილედაც დაინიშნა. 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიურ სექციას. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1924 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე აგრომეტეოროლოგიაში, ფიზიკას, მეტეროლოგიას, კლიმატოლოგიას სასოფლო-სამეურნეო, სუბტროპიკულ კულტურათა, სატყეო, ზოოვეტერინალურ და სხვა უნივერსიტეტებში. აგრარულ უნივერსიტეტში დააარსა ფიზიკისა და მეტეოროლოგიის ფაკულტეტები, იყო მათი პირველი გამგე. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Ветер над Баку (ავტორი). Тифлис, Тип. „Заря Востока“, 1936, с. 24
- Тифлис : Климатический очерк (ავტორი). Тифлис, 3-я тип. п/тр., 1933, с. 67
- Абастуман : Очерк (ავტორი). Тифлис, 3-я тип. п/тр., 1933, с. 42
- სეტყვა და მასთან ბრძოლა (ავტორი). ტფილისი, 1-ლი სტ., 1930. გვ. 91
- გრაფიკები (ავტორი). ტფილისი, 1920. გვ. 54
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იმედაშვილი ი., თბ., 2018, გვ. 519