ივანე ბუჭყიაშვილი

ივანე ბეჟანის (ბორისის) ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) (დ. 1812/1813 — გ. 1890) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1862). ერეკლე II-ის მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი, ალექსანდრე, ვახტანგ და მიხეილ ბუჭყიაშვილების ძმა.

მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და ყირიმის ომში (1853-1856). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შამილის ჯართან ბრძოლაში აულ ახტისთან 1848 წლის სექტემბერში, რისთვისაც კაპიტნის წოდება და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი მიიღო (1849). 1861 წლიდან მსახურობდა კავკასიის არმიის საინტენდანტო სამმართველოში, მ.შ., განსაკუთრებული დავალებების ოფიცრად. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Потто В., Фамилия Бучкиевых в столетнем служении её России, Тфл., 1901.