იერუსალიმის ჯვარი
იერუსალიმის ჯვარი, ან ჯვაროსანთა ჯვარი — ჰერალდიკური ჯვარი და ქრისტიანული სიმბოლო. სიმბოლოზე ცენტრში გამოსახულია ბერძნული ჯვარი, რომლის ირგვლივ თითო კვადრატში გამოსახულია 4 მცირე ბერძნული ჯვარი.
სიმბოლოს გამარტივებული ფორმა ცნობილია „ჯვაროსანთა ჯვრის“ სახელით. ეს სიმბოლო ჯვაროსნებს მისცა პაპმა ურბან II-ემ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს და იგი ასევე გახდა იერუსალიმის გერბი ჯვაროსნების იერუსალიმის სამეფოს არსებობის დროს. 4 მცირე ჯვარი არის ზოგადქრისტიანული სიმბოლო, რომელიც გამოსახავს 4 მოციქულს და მსოფლიოს ოთხ მხარეს, სადაც გავრცელდა ქრისტიანობა იერუსალიმიდან. ეს სიმბოლო ასევე გამოიყენება საქართველოს დროშაზე.
იუნიკოდი
რედაქტირებაბერძნულ ჯვარს გააჩნია საკუთარი კოდი იუნიკოდში - ეს არის U+2629 CROSS OF JERUSALEM და იგი ასე გამოიყურება ☩.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Jerusalem Cross Tattoo - What Does It Mean? დაარქივებული 2009-04-15 საიტზე Wayback Machine.