იენიშეჰირი (ბურსა)
იენიშეჰირი (თურქ. Yenişehir) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, ბურსის პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობს 224 მეტრზე ზღვის დონიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, იენიშეჰირში ცხოვრობს 52 215 ადამიანი. ქალაქ იენიშეჰირს აქვს მერია და მისი მერი არის სულეიმან ჩელიქი.
ქალაქი | |
---|---|
იენიშეჰირი Yenişehir | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ბურსა |
კოორდინატები | 40°15′52″ ჩ. გ. 29°39′11″ ა. გ. / 40.26444° ჩ. გ. 29.65306° ა. გ. |
მერი | სულეიმან ჩელიქი |
ფართობი | 224 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 235 მ |
მოსახლეობა | 52 215 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 224 |
საფოსტო ინდექსი | 16900 |
საავტომობილო კოდი | 16 |
ოფიციალური საიტი | bursa-yenisehir.bel.tr |
მიუხედავად იმისა, რომ ბურსის პროვინცია მდებარეობს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, ქალაქი იენიშეჰირი არ მდებარეობს ამ ზღვის სანაპიროზე. იენიშეჰირი ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქებს: ორჰანგაზის იზნიქს, ინეგიოლს, ქესთელსა და გემლიქს. აგრეთვე, იენიშეჰირს აღმოსავლეთით ბილეჯიქის პროვინცია ესაზღვრება.
ანალოგიური სახელის მატარებელი ქალაქი ბურსის პროვინციის გარდა, მერსინისა და დიარბაქირის პროვინციებში მდებარეობს.