იბრაჰიმ ინალი (გ. 1060) — სელჩუკი სარდალი და სულთან თოღრულ-ბეგის ძმა.

1047 წელს იბრაჰიმმა კაკუიდების საამიროს მმართველი გარშასპ I-ისგან დაიკავა ჰამადანი და კანგავარი. შემდგომ ის ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ მონაპირე საზღვრების დარვებავას მეთაურობდა, რომელიც 1048 წელს კაპეტრონის ბრძოლაში გამარჯვებით დასრულდა. არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის გადმოცემით იბრაჰიმმა 100,000 ტყვე და უამრავი დავლა ათობით ათას აქლემზე აკიდული უკან დააბრუნა.[1] 1058 წელს ის საკუთარ ძმას აუჯანყდა, თუმცა მალევე დამარცხდა და მისმა ძმამ თოღრულმა დაახრჩო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Paul A. Blaum (2005). Diplomacy gone to seed: a history of Byzantine foreign relations, A.D. 1047-57. International Journal of Kurdish Studies. (Online version) დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links