იბარა (ეკვადორი)
იბარა (სრული სახელი სან-მიგელ-დე-იბარა, ესპ. San Miguel de Ibarra) — ქალაქი ჩრდილოეთ ეკვადორში, იმბაბურის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ვულკან იმბაბურის ძირში, მდინარე ტაუანდოს მარცხენა ნაპირზე, ქვეყნის დედაქალაქ კიტოდან 70 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იბარა Ibarra | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
პროვინცია | იმბაბურა | ||||
კანტონი | იბარა | ||||
კოორდინატები | 0°21′46″ ს. გ. 78°07′48″ დ. გ. / 0.36278° ს. გ. 78.13000° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ალვარო კასტილიო | ||||
დაარსდა | 1606 | ||||
ფართობი | 242,02 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 225 მ | ||||
მოსახლეობა | 139 721 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 580 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | (+593) 6 | ||||
საფოსტო ინდექსი | EC100150 | ||||
ოფიციალური საიტი | ibarra.gob.ec | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი 1606 წელს კიტოს სამეფო აუდიენციის პრეზიდენტის, მიგელ დე იბარას ბრძანებით დაარსდა. 1868 წლის მიწისძვრამ იბარის დიდი ნაწილი გაანადგურა. ქალაქი 1872 წლისთვის ხელახლა აშენდა. მიჩნეულია, რომ ინკების იმპერატორი ატაჰუალპა იბარადან 2 კილომეტრში, ინკების დასახლებაში დაიბადა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- PDF დაარქივებული 2009-11-14 საიტზე Wayback Machine.
- Ibarra Travel Information დაარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine.
- Benefits Discounts & Promotions in Ibarra დაარქივებული 2011-11-13 საიტზე Wayback Machine.