იაშა შერვაშიძე
იაშა შერვაშიძე (დ. 1 აგვისტო, 1957, პირველი მაისი, ქედის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
იაშა შერვაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აგვისტო, 1957 |
დაბადების ადგილი | პირველი მაისი, ქედის რაიონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | ქედის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში |
შვილ(ებ)ი | 2 |
kedi.majoritarian.ge |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. 1980-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროში. 1990-1991 წლებში მუშაობდა გონიოს ციტრუსების მეურნეობაში. 1991-2008 წლებში ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იაშა შერვაშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იაშა შერვაშიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)