იასმილა ჟბანიჩი (ბოსნ. Jasmila Žbanić; დ. 19 დეკემბერი 1974) — ბოსნიელი რეჟისორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟბანიჩი სარაევოში დაიბადა.[1] სკოლის დამთავრების შემდეგ სარაევოს სასცენო ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა თეატრისა და კინოს რეჟისურის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა. შემდგომ მუშაობდა ვერმონტში თოჯინების თეატრში. 1997 წელს ბრუნდება სარაევოში და აარსებს სახელოვნებო ასოციაცია დებლოკადას. ამ ასოციაციასთან ერთად გადაიღო მრავალი დოკუმენტური, მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი ყველაზე წარმატებული ფილმი იყო გრბავიცა, რომელიც 2006 წელს გადაიღო. ფილმმა გაიმარჯვა ბერლინალეზე და წარდგენილი იყო მრავალ ნომინაციაზე სხვადასხვა ფესტივალებში.

ნამუშევრები

რედაქტირება
  • ავტობიოგრაფია (ბოსნ. Autobiografija; 1995)
  • შემდეგ, შემდეგ (ბოსნ. Poslije, poslije; 1997)
  • ღამით ვანათებთ (ბოსნ. Noć je, mi svijetlimo; 1998)
  • სიყვარული არის... (ბოსნ. Ljubav je...; 1998)
  • წითელი რეზინის ჩექმები (ინგლ. Red Rubber Boots; 2000)
  • გახსოვს სარაევო? (ბოსნ. Sjećaš li se Sarajeva; 2003)
  • სურათები კუთხიდან (ინგლ. Images from the Corner; 2003)
  • დაბადების დღე (ინგლ. Birthday; 2004)
  • გრბავიცა (ბოსნ. Grbavica; 2006)
  • გზაზე (ბოსნ. Na putu; 2010)
  • მათთვის, ვინც ვერ იტყუება (ინგლ. For Those Who Can Tell No Tales; 2013)
  • სიყვარულის კუნძული (ბოსნ. Otok ljubavi; 2013)