იარედი
(გადამისამართდა გვერდიდან იარედოსი)
იარედოსი[1]/ იარედი[2][3] — „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მამა მაკედონელი აზონისა, რომელიც, გადმოცემით, ალექსანდრე მაკედონელს ქართლში დაუსვამს „პატრიკად“.[4] „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ იარედოსს არ იცნობს. გიორგი მელიქიშვილის ვარაუდით, სახელი „იარედოსი“ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ არიან-ქართლის ეკვივალენტურია და მის მსგავსად კავშირშია ისეთი სიტყვების ძირთან, როგორიცაა ირანი, არიანა და ა.შ.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ↑ „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
- ↑ ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
- ↑ საქართველოს ძველი ისტორია
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 18
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები: 8 ტომად / [სარედ. კოლ.: გ. მელიქიშვილი (მთ. რედ.), ი. ანთელავა, ვ. დონდუა და სხვ.]; საქ. სსრ მეცნ. აკად., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭო - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970; ტ. 1: საქართველოს უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე / [ავტ.: გ. მელიქიშვილი, ა. კალანდაძე, ტ. ჩუბინიშვილი და სხვ.; ტომის რედ.: გ. მელიქიშვილი] - , 1970