იაპონური ჩხირისებრი ფარიანა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იაპონური ჩხირისებრი ფარიანა (ლათ. Lopholeucaspis japonica), მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. სუბტროპიკული კულტურების მავნებელია. აზიანებს აგრეთვე თესლოვან და კურლოვან ხეხილს, დედალს სხეული მთლიანად დაფარული აქვს მონაცრისფრო ფარით, ფარქვეშ კი იისფერია. მამალი ფრთიანია, იაპონური ჩხირისებრი ფარიანა იმდენად პატარაა (1,5 მმ), რომ ძნელად შესამჩნევია მცენარეზე. წლის განმავლობაში ორი თაობა ვითარდება, დედალი კვერცხის დებას იწყენს მაისის პირველ რიცხვებში (დებს 40-60 კვერცხს). მატლის გამოჩეკა იწყება მაისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივნისში, მეორე თაობისა კი — აგვისტოში. იაპონური ჩხირისებრი ფარიანა აზიანებს შტამბსა და ტოტებს. დაზიანებულ მცენარეს სცვივა ფოთოლი, ნაყოფი და ხმება. მწერის მოსასპობად მიმართავენ ფუმიგაციას, პესტიციდების შესხურებას და სხვა.

იაპონური ჩხირისებრი ფარიანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ქვერიგი:  კოქციდები
სახეობა:  იაპონური ჩხირისებრი ფარიანა
ლათინური სახელი
Lopholeucaspis japonica

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჰაჯიბეილი ზ., ქსე, ტ. 5, გვ. 59, თბ., 1980