იაპონური მიხაკისფერი ღრაჭუნა

იაპონური მიხაკისფერი ღრაჭუნა (ლათ. Maladera japonica) — ხოჭო ხეშეშფრთიანთა რაზმისა. ზედა ფრთები და სხეული მიხაკისფერი აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 10 მმ, მატლისა - 15-20 მმ. გავრცელებულია აზიაში, აშშ-ში, საქართველოში. აზიანებს ჩაის, მანდარინს, ლიმონს, ვაშლს, მსხალს, თამბაქოს, ბოსტნეულ კულტურებსა და სხვა. განსაკუთრებით ეტანება ტუნგოს პირველი წლის აღმონაცენს. ხოჭო ღრღნის ფოთლის რბილობს, ზოგჯერ მთელ ფირფიტას. ზამთარს ატარებს მატლის ფაზაში, წელიწადში ერთი გენერაცია აქვს. ბრძოლის ღონისძიებანი: ხელოვნურ სინათლეზე მწერსაჭერით ხოჭოებს მიზიდვა და მოსპობა; დამატებითი კვების პერიოდში ჩაისა და სარეველა მცენარეების დამუშავება ფოზალონით, ქლოროფოსითა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება