იან ბლაგოსლავი ( ჩეხ. Jan Blahoslav ; დ. 20 თებერვალი, 1523 , პრშროვი — გ. 24 ნოემბერი, 1571 მორავსკი-კრუმლოვი მორავია ) — ჩეხი ჰუმანისტი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ეტიმოლოგი, სიმღერების ავტორი, გრამატოლოგი, მუსიკოსი და თეორეტიკოსი, ჩეხური რელიგიური სექტის — ჩეხი ძმების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო პირი. ავტორი "ჩეხური გრამატიკისა" ( ჩეხ. «Gramatika česká» ), რომელიც დაიწერა 1571 წელს და გამოქვეყნდა 1857 წელს. მან ბევრი რამ გააკეთა ჩეხური სკოლების ორგანიზებისთვის, დაწერა და გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი ისტორიისა და თეოლოგიის საკითხებზე. 1564 წელს ჩეხურად თარგმნა ახალი აღთქმა .[1]

იან ბლაგოსლავი
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1523
პრშეროვი
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 1571 (48 წლის)
მორავსკი კრუმლოვი, მორავია (ახლანდელი სამხრეთ მორავიის რეგიონი, ჩეხეთი)
საქმიანობა ჩეხი ჰუმანისტი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ეტიმოლოგი, ლირიკოსი, გრამატიკოსი, მუსიკოსი და თეორეტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იან ბლაგოსლავი დაიბადა 1523 წლის 20 თებერვალს . პრეოვში. მამის სახელი იყო ბლაჟეკი (ჩეხ. Blažek) და ის, სავარაუდოდ , პრეროვის პატივცემული მოქალაქეების ფენას ეკუთვნოდა. დედა კატერჟინა (ჩეხ Kateřina) — ბეწვის მწარმოებლის ბეზპერას ქალიშვილი (ჩეხ.Bezpera), რომლის ოჯახი ხშირად მოიხსენიება პრეოვში და ახლომდებარე ქალაქ ლიპნიკ ნად ბეჩვუში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. იან ბლაგოსლავს ჰყავდა და, ზუზანა და უმცროსი ძმა, მარტინ აბდონი, რომელიც ხელდასხმული იყო ქალაქ სლიზანიში (ჩეხ. სლიზანი).

Განათლება

რედაქტირება

ბლაგოსლავმა პირველი განათლება სავარაუდოდ მშობლების სახლში მიიღო. თუმცა, შესაძლებელია, რომ იან ბლაგოსლავი სწავლობდა ჩეხი ძმების სკოლაში. 1540 წლიდან განაგრძო სწავლა პროსტეჯოვში მისი დამრიგებლის მარტინ მიხალეცის (ჩეხ. მ Martin Michalec) გარდაცვალებამდე 1547 წელს. ამავდროულად, 1543 წლიდან მიხალეცმა იგი გაგზავნა ქალაქ გოლდბერგის გიმნაზიაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ლათინური ენის საფუძვლებს. 1544 წლის დასაწყისში იან ბლაგოსლავი სასწავლებლად გაგზავნეს გერმანიაში ვიტენბერგში. იქ მოისმინა რეფორმატორი მარტინ ლუთერის ლექციები და ქადაგებები. ბლაგოსლავი ერთი წლის განმავლობაში განათლებას იღებდა ქალაქ ვიტენბერგში, რის შემდეგაც დაბრუნდა პროსტეჯოვში.

1548 წლის ივლისში იან ბლაგოსლავი ეპისკოპოს იან ჩიორნის ეხმარებოდა ქალაქ მლადა ბოლესლავში. 1549 წლის პირველ ნახევარში მან სწავლა განაგრძო კონიგსბერგის უნივერსიტეტში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ჭირისა და რელიგიური კამათის გამო ქალაქის დატოვება მოუწია. 1549 წლის ოქტომბერში იგი გაგზავნეს სასწავლებლად ბაზელში, რომელიც იმ დროს განათლების ცენტრს წარმოადგენდა. 1550 წლის დასაწყისში იგი ავად გახდა და 1551 წელს დაბრუნდა პროსტეჯოვში, სადაც დაიწყო მუშაობა ჩეხი ძმების სკოლაში. 1552 წელს ის კვლავ გაემგზავრა ქალაქ მლადა ბოლესლავში, სადაც მან და იან ჩიორნიმ შეადგინეს 14 ხელნაწერი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს "ჩეხი ძმების აქტები" (ჩეხ. Akty jednoty bratrské).[2]

იან ბლაგოსლავი — ეპისკოპოსი

რედაქტირება

ბლაგოსლავისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1557 წელი , როდესაც ის ეპისკოპოსად აირჩიეს. 1558 წლის ივნისში გადავიდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ქალაქ ივანჩიცეში (ჩეხ. Ivančice), რომელიც მდებარეობს ქალაქ ბრნოს მახლობლად და რომელიც მისი საქმიანობის ბოლო ადგილი გახდა. ქალაქ ივანჩიცეში დაიწერა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და შრომები, მათ შორის ახალი აღთქმის თარგმანი, მუსიკა (ჩეხ. Musica) და საეკლესიო საგალობლების შამოტულის კრებული (ჩეხ. Šamotulský kancionál). გარდაიცვალა 1571 წლის 24 ნოემბერს მორავსკი კრუმლოვში (ჩეხ. Moravský Krumlov) დაკრძალეს ივანჩიცეში.

შემოქმედება

რედაქტირება

ბლაგოსლავის ნაშრომებში ჩანს მისი ჰუმანისტური განათლება. იან ბლაგოსლავმა, იან ამოს კომენიუსისგან განსხვავებით, არ შექმნა აზროვნების ახალი კონცეფციები, მაგრამ თავისი ნაწერების უმეტესი ნაწილი მიუძღვნა ეკლესიის პრაქტიკულ მიზნებსა და საჭიროებებს.

მუსიკალური კომპოზიციები

რედაქტირება
  • «Musica»,, 1558

ამ ნაწარმოებში ავტორი სულიერი სიმღერის არსზე საუბრობს. მანამდე მუსიკის თეორია, მისი ნიმუშები და მუსიკალური პრაქტიკა ცენტრალურ ევროპაში მხოლოდ ლათინურად იწერებოდა.

  • "Šamotulský kancionál" (საკუთარი თარგმანი: საეკლესიო საგალობლების შამოტულის კრებული)

ცენზურის გამო ნაწარმოები თავდაპირველად პოლონეთში გამოიცა.

  • "O novém kancionale", 1561 წ. (საკუთარი თარგმანი: საეკლესიო საგალობლების ახალი კრებულის შესახებ)
    ჩეხი ძმების საეკლესიო საგალობლების კრებულებში გამოქვეყნებული სასულიერო სიმღერების სია.
  • "Redakce Ivančického kancionalu", 1564 წ

ჩეხ ძმებთან დაკავშირებული ნაწარმოებები

რედაქტირება
  • " O původu Jednoty bratrské a řádu v ní" 1547 წ. (საკუთარი თარგმანი: ჩეხი ძმების წარმოშობისა და მათში არსებული წესების შესახებ)

ისტორიული ნაშრომი, რომელიც მოგვითხრობს ჩეხი ძმების წარმოშობაზე. ავტორის მიზანია დაამტკიცოს, რომ ჩეხი ძმები ღმერთმა გამოგზავნა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, იან ბლაგოსლავის წყალობით, ჩვენამდე მოვიდა უკიდურესად ღირებული დოკუმენტური მასალა, რომელიც ითვლება ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ მე -16 საუკუნის შუა ხანებში ჩეხი ძმების ცხოვრების შესახებ.

  • "Redakce sbírky Acta Unitatis Fratrum", 1552 წ. (საკუთარი თარგმანი: Acta Unitas Fratrum კოლექციის გამოცემა)

წყაროების კრებული ჩეხი ძმების ისტორიის შესახებ.

  • "Historia hrozného zahřmění Božího, anobrž hromobilití strašlivého, vykonaného skrze Antikrista", 1555 წ.

იმ სირთულეების ასახვა, რომლებსაც ჩეხი ძმები შეეჯახნენ ქალაქ მლადა ბოლესლავს კრაიკელი დიდგვაროვანი არნოშტ კრაიჟის გარდაცვალების შემდეგ.

  • Summa quaedam brevissima collecta ex variis scriptis Fratrum, 1556 წ.

მოგვითხრობს ჩეხი ძმების საზოგადოების ისტორიას XVI საუკუნის პირველ ნახევრამდე.

  • "Sepsání o rozdíle Jednoty bratrské od luteránské", 1558 წ. (საკუთარი თარგმანი: ესსე ჩეხ ძმებსა და ლუთერანებს შორის განსხვავებების შესახებ)

პოლემიკა ლუთერანებთან .

  • «Anvolimator», 1560

მოკლე ისტორიული ტრაქტატი, რომელშიც ბლაგოსლავი უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩეხი ძმები ადრე ადამელები იყვნენ.

  • «Nekrologia», 1560

მღვდლებისა და ჩეხი ძმების გამოჩენილი წევრების სია. ჩანაწერები მოიცავს მათ მოკლე ბიოგრაფიულ დეტალებს და ხშირად მათი საქმიანობის (სუბიექტურ) შეფასებას. Nekrologia არის ინფორმაციის ექსკლუზიური წყარო ჩეხი ძმების წევრების ცხოვრების ძირითადი მოვლენების შესახებ.

სხვა ნამუშევრები

რედაქტირება
  • Spis o zraku, 1550 წ (საკუთარი თარგმანი: Document of Vision)

პრეროვში ეწერა ბაზელის უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ. მორალური და ეთიკური ხასიათის მოკლე განხილვა.

  • "O vyvolení Božím", 1562 წ (საკუთარი თარგმანი: ღმერთის არჩევანის შესახებ)

მათეს სახარების მეოცე თავის ექსპოზიცია.

  • "Pilne rozjímání, sluší-li Řeči Boží, Čtení svatá a epištoly opovrci a na ně více kázání nečiniti", 1563 წ.
  • ახალი აღთქმის თარგმანი, 1564

იან ბლაგოსლავის მთავარი თარგმანი

  • "Prokázání Světlé toho, že církev svatá a její učitelé nevěřili a nevyznávali o člověčenství Krista Pána, že bylo nestvořené a neučiněné", 1564.
  • "Výklad na 13 kapitolu Zjevení svatého Jana", 1566 წ.
  • „Zpráva upřímná a sprostná na tyto dvě otázky: 1. Proč se bratří od jiných jednot buď pod jednou nebo pod obojí dělí? 2. Proč lidi ku poslušenství zavazují?”, 1566
  • "ფილიპიკა პროტი misomusum", 1567
  • Vitia concionatorum, 1570
  • "ევანგელია, ანებო Čtení svatá, kteráž slovou Pašije", 1571 წ.
  • Gramatika česká, 1571 (საკუთარი თარგმანი: ჩეხური გრამატიკა)

გამოიცა ბლაგოსლავის გარდაცვალების წელს. ავტორი, უპირველეს ყოვლისა, იბრძვის ენობრივი სიწმინდისთვის, ენობრივი ცნებების სტაბილიზაციისთვის და ჩეხური ენის ბუნებრიობისთვის. ნიშანდობლივია, რომ ბლაგოსლავი უცხო სიტყვებს ჩეხურში მისაღებად მიიჩნევს, მაგრამ ისინი ზომიერად და სათანადოდ უნდა იქნას გამოყენებული. ნაშრომი განკუთვნილი იყო ბიბლიის სხვა მთარგმნელებისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Благослав Ян // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • MALÍNSKÝ, František. Život Jana Blahoslava: jubilejní vzpomínka. V Praze: Nákladem spoleku Komenského, 1923, 65 str.
  • VOŽDA, Gustav. Jan Blahoslav Přerovský: sborník. Přerov: Městský národní výbor, 1971, 100 str.
  • KUPKOVÁ, Ludmila. Ireferaty.cz [online]. 2. 2. 2008 [cit. 3. 11. 2018]. Dostupné z http://ireferaty.cz/100/4137/Musica-jan-blahoslav