იანგული
იანგული (უკრ. Янгул, ყირიმ. Yanğul), აიგული (Айгуль) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სიგრძე 2,5 კმ, სიგანე 1,2 კმ, ფართობი 2,8 კმ², სიღრმე 0,15–0,8 მეტრი. ტბის ქვაბული ოვალური ფორმისაა, წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ნაპირები ციცაბოა, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მათი სიმაღლე 6–7 მეტრია. იკვებება მიწისქვეშა წყლებით, ატმოსფერული ნალექებითა და ზედაპირული ნაკადებით. მარილიანობა ზაფხულში 300–320‰-ა. თვითნალექი ტბაა, მარილის ფენის სისქე 10–15 მეტრს აღწევს.[1]
იანგული | |
---|---|
უკრ. Янгул, ყირიმ. Yanğul | |
კოორდინატები: 46°05′03″ ჩ. გ. 33°50′49″ ა. გ. / 46.08417° ჩ. გ. 33.84694° ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა |
სიგრძე | 2,5 კმ |
სიგანე | 1,2 კმ |
ფართობი | 2,8 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0,15–0,8 მ |
მარილიანობა | 300–320 ‰ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Оліферов, А. М.. Айгульське озеро uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023