აიგულის ტბა
აიგულის ტბა (უკრ. Айгульське озеро), დიდი აიგულის ტბა (Велике Айгульське озеро) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სიგრძე 18 კმ, სიგანე 4,5 კმ, ფართობი 37 კმ², სიღრმე 0,1–0,3 მეტრი. ნაპირები, გარდა სამხრეთისა, 5–12 მეტრის სიმაღლისაა. ტბაში მრავალი მცირე ზომის კუნძულია. იკვებება ფსკერული წყაროებით, ატმოსფერული ნალექებითა და ზედაპირული ნაკადებით. წლის განმავლობაში მარილიანობა მერყეობს 140–220‰-ს შორის. ფსკერი დაფარულია 8–9 მეტრის სისქის ლამით. აიგულის ტბას იყენებენ სივაშის ყურიდან ამოქაჩული მარილ-პეჟოს შესანახად.[1]
აიგულის ტბა | |
---|---|
უკრ. Айгульське озеро | |
კოორდინატები: 45°57′33″ ჩ. გ. 34°02′59″ ა. გ. / 45.95917° ჩ. გ. 34.04972° ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა |
სიგრძე | 18 კმ |
სიგანე | 4,5 კმ |
ფართობი | 37 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0,1–0,3 მ |
მარილიანობა | 140–220 ‰ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Оліферов, А. М.. Айгульське озеро uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023