სივაში
სივაში — პატარა ყურეების სისტემა აზოვის ზღვის დასავლეთ ნაპირთან. სიგრძე 112 კმ, ფართობი დაახლოებით 2560 კმ². აზოვის ზღვიდან გამოყოფილია არაბატის ისარას ვიწრო ქვიშიანი ცელათი. ზღვას უკავშირდება გენიჩესკის სრუტით. ნაპირები დაბალია, დამრეცი. ზაფხულობით იფარება მარილის ფენით. სივაში ეწოდება აგრეთვე ზოგიერთ სხვა პატარა ყურეს ყირიმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 328.