იაკობ ღოღობერიძე
იაკობ ღოღობერიძე (დ. 17 ივლისი, 1898, პატარა ჯიხაიში — 6 ნოემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1967), ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949).
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. მუშაობდა სხვადსახვა პასუხსაგებ თანამდებობაზე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1944-1968) და თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1947-1951). 1951 წელს „დარბაზის" ტიპის გადახურვის დამუშავებისა და დანერგვისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 598.