იაკობ ნიკოლაძის ქუჩა
იაკობ ნიკოლაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); მერაბ კოსტავას ქუჩიდან პეტრე მელიქაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. დაიგეგმა XIX საუკუნის 90-იან წლებში. 1899 წელს, ალექსანდრე პუშკინის იუბილესთან დაკავშირებით, ქუჩის მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის გამგეობას, რომ ქუჩისთვის პუშკინის II ქუჩა ეწოდებინათ, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და დუშეთის ქუჩა ეწოდა. შეტანილია 1903 წელს თბილისის გამგეობის მიერ შედგენილი ქუჩების სიაში. 1992 წელს დღევანდელი სახელწოდება, იაკობ ნიკოლაძის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე დგას იაკობ ნიკოლაძის ბიუსტი (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი, არქიტექტორი კ. ნახუცრიშვილი).
იაკობ ნიკოლაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვერე |
წინა სახელები | დუშეთის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 130, ISBN 978-99928-20-35-3.